საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ტენდერები

მოთხოვნა ინტერესის გამოსახატავად 

საქართველო 

შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტი (SLRP III)

კრედიტის/სესხის # IBRD 8402-GE 

პროექტის #: P148048 

დავალების სახელწოდება: ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების, წინასწარი პროექტის, გარემოს და სოციალური მენეჯმენტის გეგმის და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება შიდასახელმწიფოებრივი გზების მონაკვეთების პროექტირება–მშენებლობის  კონტრაქტებისთვის.

კონტრაქტი/ RFP #: SLRPIII/CS/QCBS-07 

საიდენტიფიკაციო#: SLRPIII PP, პუნქტი #30 

საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო დაფინანსება შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტისთვის. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში შესასყიდი საქონლის, სამუშაოების, საჭირო მომსახურებისა და საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მოხდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტმობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ საკონსულტაციო ფირმებს (კონსულტანტებს) ინტერესის გამოსახატად შემდეგი საკონსულტაციო მომსახურების გასაწევად: ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების, წინასწარი პროექტის, გარემოს და სოციალური მენეჯმენტის გეგმის და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება შიდასახელმწიფოებრივი გზების მონაკვეთების პროექტირება–მშენებლობის კონტრაქტებისთვის“.

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ აღნიშნული მომსახურების გასაწევად საჭირო გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია. ინტერესის გამოხატვა უნდა მოიცავდეს (მაგრამ არ არის შეზღუდული) შემდეგს: შესაბამისი გამოცდილება საპროექტო ღონისძიებებთან მიმართებაში, კორპორატიული პროფილი.

მოკლე სიაში შეყვანის კრიტერიუმებია:

  • ზოგადი გამოცდილება საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებში;
  • ანალოგიური გამოცდილება (ტექნიკურ–ეკონომიკური დასაბუთების მომზადება  მშენებლობა–პროექტირების საგზაო კონტრაქტისთვის ბოლო 5 წლის განმავლობაში – კონტრაქტები დასრულებული 2010 წელს ან მას შემდეგ).

            აღნიშნული დავალება მოიცავს ექვს საგზაო მონაკვეთს საერთო სიგრძით 90 კმ საქართველოს სამ სხვადასხვა რეგიონში:

  • მცხეთა–მთიანეთი;
  • რაჭა–ლეჩხუმი;
  • ქართლი;

საკონსულტაციო მომსახურების სავარაუდო ხანგრძლივობაა 7 თვე.

გამოცემა, „კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპები”) – 1.9 პარაგრაფზე, სადაც განსაზღვრულია მსოფლიო ბანკის პოლიტიკა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. ამასთანავე, გთხოვთ გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული სპეციფიკური ინფორმაცია, რომელიც ეხება აღნიშნულ დავალებასთან დაკავშირებულ ინტერესთა კონფლიქტს: კონსულტანტი დავალებასთან მიმართებაში ანაზღაურებას მიიღებს მხოლოდ კონტრაქტში მითითებული პირობების შესაბამისად. დაუშვებელია კონსულტანტისა და მისი ფილიალების მონაწილეობა ისეთ საკონსულტაციო ან სხვა ღონისძიებებში, რომლებიც კონტრაქტის თანახმად დამკვეთთან ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობს. კონტრაქტი უნდა მოიცავდეს პირობებს, რომლითაც იზღუდება მომავალში კონსულტანტის მონაწილეობა სხვა მომსახურებებში, რომელიც გამომდინარეობს ან პირდაპირ კავშირშია ფირმის საკონსულტაციო მომსახურეობებთან ინსტრუქციების 1.9 და 1.10 პარაგრაფებით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად.         

კონსულტანტებს კვალიფიკაციის გაუმჯობესების მიზნით შეუძლიათ გაერთაინდნენ სხვა ფირმებთან ერთობლივი საწარმოს ან ქვე-კონსულტანტის სახით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიო ბანკისთვის მისაღები გაერთიანების ფორმაა ან ქვე-კონსულტანტი ან ერთობლივი საწარმო. წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ნათლად უნდა იყოს მითითებული ასოციაციის სახე. ქვე-კონსულტანტების გამოცდილება არ იქნება გათვალისწინებული კომპანიის კორპორატიული გამოცდილების შეფასების დროს. დავალების შესაბამისი პროექტების განხორციელების გამოცდილება წარმოდგენილ უნდა იქნას #1 ფორმის სახით, რომელიც განთავსებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე www.georoad.ge შემდეგ ბმულზე:

http://www.georoad.ge/?lang=geo&act=tenders&func=menu&uid=1391090819

კონსულტანტების მიერ წარმოდგენილი ინტერესის გამოხატვა არ უნდა აღემატებოდეს 30 გვერდს. დანართის სახით შესაძლებელია კომპანიის ბროშურის წარმოდგენა, რაზეც გვერდების რაოდენობის შეზღუდვა არ ვრცელდება.

კონსულტანტის შერჩევა მოხდება  კონსულტანტის კვალიფიკაციისა  და ღირებულების შერჩევის მეთოდით მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელოში განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად: მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტის შერჩევა და დაქირავება (2011 წლის იანვრის გამოცემა).               

ინტერესის გამოხატვის ელექტრონული ან ბეჭდური ვერსია წარმოდგენილი უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე არაუგვიანეს 2015 წლის 10 ივლისის, 15:00 საათისა.

სახელი: ვახტანგ რაზმაძე

თანამდებობა: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტმობილო გზების დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტების სამმართველოს უფროსი

მისამართი: ალ.ყაზბეგის გამზირი #12, თბილისი, 0160, საქართველო

ტელ: +995 322 37-05-08 დამ. 218

ფაქსი: +995 322 31-30-34

ელ.ფოსტა: info@georoad.ge  

ვებ–გვერდი: www.georoad.ge

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: