საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ტენდერები

მოთხოვნა ინტერესის გამოსახატავად 

საქართველო 

შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მესამე პროექტი (SLRP III) 

პროექტიNo.: P144048

დავალების სახელწოდება:  შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მესამე პროექტის ფარგლებში ახმეტა–თელავი–ბაკურციხის შიდასახელმწიფოებრივი გზის მონაკვეთებზე ბაკურციხე–გურჯაანის ახალი შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობა (პროექტირება–მშენებლობის კონტრაქტის მეთოდოლოგიის გამოყენებით)

კონტრაქტი/ RFP No:  SLRP III/CS/QCBS-05

საიდენტიფიკაციო No:  SLRP III PP, პუნქტი #31

საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო დაფინანსება შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მესამე პროექტისათვის. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში შესასყიდი საქონლის, სამუშაოების, საჭირო მომსახურებისა და საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მოხდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტმობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ კონსულტანტებს ინტერესის გამოსახატად შემდეგი საკონსულტაციო მომსახურების გასაწევად: შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მესამე პროექტის ფარგლებში ახმეტა–თელავი–ბაკურციხის შიდასახელმწიფოებრივი გზის მონაკვეთებზე ბაკურციხე–გურჯაანის ახალი შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობა (პროექტირება–მშენებლობის კონტრაქტის მეთოდოლოგიის გამოყენებით)”.

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ აღნიშნული მომსახურების გასაწევად საჭირო გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია. შერჩევის საკვალიფიკაციო კრიტერიუმებია:

  • ზოგადი გამოცდილება;
  • მსგავსი გამოცდილება ბოლო 7 წლის განმავლობაში (მაგ. 2008 წლის იანვრიდან): გზების სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობა პროექტირება–მშენებლობის კონტრაქტის მეთოდოლოგიით.

დაინტერესებულმა კონსულტანტებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ მსოფლიო ბანკის ინსტრუქციების – `მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება [რეკონსტრუცქიისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში]” (2011 წლის იანვრის გამოცემა, “კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპები”) – 1.9 პარაგრაფზე, სადაც განსაზღვრულია მსოფლიო ბანკის პოლიტიკა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. ამასთანავე, გთხოვთ გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული სპეციფიკური ინფორმაცია, რომელიც ეხება  აღნიშნულ დავალებასთან დაკავშირებულ ინტერესთა კონფლიქტს: კონსულტანტი დავალებასთან მიმართებაში ანაზღაურებას მიიღებს მხოლოდ კონტრაქტში მითითებული პირობების შესაბამისად. დაუშვებელია კონსულტანტისა და მისი ფილიალების მონაწილეობა ისეთ საკონსულტაციო ან სხვა ღონისძიებებში, რომლებიც კონტრაქტის თანახმად დამკვეთთან ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობს. კონტრაქტი უნდა მოიცავდეს პირობებს, რომლითაც იზღუდება მომავალში კონსულტანტის მონაწილეობა სხვა მომსახურებებში, რომელიც გამომდინარეობს ან პირდაპირ კავშირშია ფირმის საკონსულტაციო მომსახურეობებთან ინსტრუქციების 1.9 და 1.10 პარაგრაფებით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად.

კონსულტანტებს შეუძლიათ გაერთიანდნენ კვალიფიკაციის გაუმჯობესების მიზნით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიო ბანკისთვის მისაღები გაერთიანების ფორმაა ან ქვე-კონსულტანტი ან ერთობლივი საწარმო. წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ნათლად უნდა იყოს მითითებული ასოციაციის სახე. ქვე-კონსულტანტების გამოცდილება არ იქნება გათვალისწინებული კომპანიის კორპორატიული გამოცდილების შეფასების დროს. დავალების შესაბამისი პროექტების განხორციელების გამოცდილება წარმოდგენილ უნდა იქნას #1 ფორმის სახით, რომელიც განთავსებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ- გვერდზე www.georoad.ge  შემდეგ ბმულზე:

  http://www.georoad.ge/?lang=geo&act=tenders&func=menu&uid=1391090819

კონსულტანტების მიერ წარმოდგენილი ინტერესის გამოხატვა არ უნდა აღემატებოდეს 30 გვერდს. დანართის სახით შესაძლებელია კომპანიის ბროშურის წარმოდგენა, რაზეც გვერდების რაოდენობის შეზღუდვა არ ვრცელდება.

კონსულტანტის შერჩევა მოხდება “კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპებში” მოცემული  კვალიფიკაციისა  და ღირებულების მიხედვით შერჩევის მეთოდის თანახმად.

ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ქვემოთ მითითებულ მისამართზე სამუშაო საათებში 09:00-დან 17:00 საათამდე.

ინტერესის გამოხატვა წერილობითი სახით წარმოდგენილ უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე (პირადად, ფოსტის, ფაქსის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით) არაუგვიანეს 2015 წლის 15 ივისის, 17:00 საათისა.

საკონტაქტო პირი: ვახტანგ რაზმაძე

თანამდებობა: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტმობილო გზების დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტების სამმართველოს უფროსი

მისამართი: ალ.ყაზბეგის გამზირი #12, თბილისი, 0160, საქართველო

ტელ: +995-322-37-05-08 დამ. 218

ფაქსი: +995-322-31-30-34

ელ. ფოსტა: info@georoad.ge     

ვებ-გვერდი: www.georoad.ge

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: