ტენდერები

ვადის გაგრძელება ინტერესის გამოსახატავად  

საქართველო 

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტი 

კრედიტის/სესხის # IDA5245-GE; IBRD 8263-GE

პროექტის # P130413 

დავალების სახელწოდება: საგზაო სექტორის დაფინანსების და ინსტიტუციური სტრატეგიის შემუშავება

საიდენტიფიკაციო # EWHIP-4/CS/ICS - 06 

საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო დაფინანსება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტისთვის. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში შესასყიდი საქონლის, სამუშაოების და საჭირო საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მოხდება.

            საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს გამოცდილ ინდივიდუალურ კონსულტანტებს ინტერესის გამოსახატად შემდეგი მომსახურების გასაწევად: საგზაო სექტორის დაფინანსების და ინსტიტუციური სტრატეგიის შემუშავება.

            აღნიშნული დავალების მიზნების მისაღწევად, კონსულტანტმა უნდა განახორციელოს შემდეგი:

•           საგზაო სექტორისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დანახარჯების ხარისხის გაუმჯობესება საბიუჯეტო დანახარჯების საერთო ტენდენციების გაანალიზებისა და სახელმწიფო ხარჯებისა და შესაბამისი ორგანიზაციების ეფექტურობის შეფასების გზით.

•           2000-2014 წლებში საგზაო სექტორში არსებული დანახარჯების მობილიზაციის, განაწილებისა და მართვის შეფასება, ბოლო ხუთ წელზე ფოკუსირებით. რეკომენდაციების შემუშავება საგზაო სექტორში ხარჯვების ეფექტიანობის ასამაღლებლად.

•           საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა საგზაო სექტორში სახელმწიფო ხარჯების პრიორიტეტების, ეფექტიანობისა და ეფექტურობის განსაზღვრაში. კვლევამ უნდა გაამახვილოს ყურადღება სამთავრობო და კერძო სექტორის როლზე როგორც გზების ინფრასტრუქტურის მიწოდების და დაფინანსების კუთხით, ასევე საქართველოში საგზაო სექტორის განვითარების და მართვის გაუმჯობესების მიზნით ინსტიტუციურ დონეზე საყოველთაო პოლიტიკისა და ჩარჩო დოკუმენტის შემუშავებისთვის. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ ანალიზის მიზანია საქართველოს ხელისუფლებას მიეცეს არაეფექტიანი სფეროების გამოვლენისა და მათი გამოსწორების შესაძლებლობა. ასევე კვლევა ქმნის ანალიტიკურ საფუძველს საქართველოში საგზაო ინფრასტრუქტურის სერვისების მიწოდების სფეროში სტრატეგიის შესამუშავებლად.

            საგზაო სექტორის კვლევის დავალებას აქვს შემდეგი კონკრეტული მიზნები:

1.         საგზაო სექტორში სახელმწიფო ხარჯების მოცულობის, შემადგენლობის, განაწილებისა და ათვისების მექანიზმების განსაზღვრა, ასევე ამ ხარჯების ეფექტიანობისა და ეფექტურობის შეფასება;

2.         საგზაო სექტორში სახელმწიფო ხარჯების ადექვატურობის, მოცულობის, შემადგენლობის და ეფექტიანობის დასადგენად შიდასახელმწიფოებრივი, რეგიონალური და ადგილობრივი გზების დაფინანსებისა და მართვის მექანიზმების განსაზღვრა;

3.         საგზაო სექტორში სახელმწიფო ხარჯების დაგეგმარების და ათვისების კუთხით ინსტიტუციური ურთიერთობების განსაზღვრა;

4.         საგზაო სექტორში შემოსავლების (ხარჯების დაფარვის) ამჟამინდელი სტრუქტურის შეფასება, რაც უზრუნველყოფს საგზაო სერვისების მდგრადობას;

5.         რეკომენდაციების შემუშავება რესურსების განაწილებასა და ეფექტიან ხარჯვაზე;

ანალიზის და რეკომენდაციების შემუშავების შედეგად განისაზღვრება სახელმწიფო და კერძო რესურსების მობილიზაციის, მოხმარებისა და მართვის ამჟამინდელი სტრუქტურა და მოიძებნება შემდგომი განვითარების გზები. გათვალისწინებული უნდა იქნას ის, რომ საგზაო სექტორის ხარჯები შეზღუდულია და უმეტესწილად ფინანსდება დონორი ორგანიზაციებეის მიერ. დავლევის შედეგებმა უნდა გასცეს პასუხები შემდეგ ძირითად კითხვებს:

•           რა მოცულობის და შემადგენლობის არის ის სახელმწიფო ხარჯები, რომელიც იხარჯება საგზაო სექტორში? 

•           როგორია და რამდენად ეფექტურია პროცესი, რომლის მეშვეობითაც ნაწილდება საგზაო სექტორში სახელმწიფო დანახარჯები?

•           რამდენად ეფექტურია საგზაო სექტორის ამჟამინდელი დანახარჯები? ხარჯვის მოცემული დონით თუ მიიღწევა მაქსიმალური შედეგი, შესაძლებელია თუ არა დანახარჯის ამ მოცულობით უფრო მეტი შედეგების მიღწევა?

•           ხარჯების დაფარვის რა მექანიზმები არსებობს, რომლის მეშვეობითაც შეიძლება დაფინანსდეს საგზაო სექტორის სერვისები? რამდენად ეფექტურია ეს მექანიზმები და თუ არსებობს სხვა მიდგომები სისტემის განვითარებისთის?

•           პოლიტიკის შემქმნელებისთვის რა სახის რეკომენდაციები გახდის საგზაო სექტორში სახელმწიფო რესურსის ხარჯვას უფრო ეფექტურს?

•           რეაბილიტირებულ გზებზე ტარდება თუ არა შესაბამისი პერიოდული მოვლა-შენახვის სამუშაოები? რა ფაქტორები განსაზღვრავს ადგილობრივი გზების ამჟამინდელი მდგომარეობას?  

            საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

•           უმაღლესი განათლება შესაბამის დარგში, სპეციალობით ტრანსპორტის ეკონომისტი; საგზაო სექტორში ინსტიტუციური განვითარების გამოცდილება; სულ მცირე 20 წლის პროფესიული გამოცდილება, სახელმწიფო ხარჯების ანალიზის ჩათვლით

•           მსგავსი პროექტების ეფექტურად განხორცილების გამოცდილება ევროპულ და განვითარებად ქვეყნებში;

•           ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა. 

            დავალების სავარაუდო ხანგრძივობაა 4 თვე (ჯამში 60 კაც-დღე). დავალების დაწყების სავარაუდო დროა 2015 წლის მაისი/ივნისი.

            დაინტერესებულმა კონსულტანტებმა უნდა წარმოადგინონ ყველა საჭირო ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს მათ საკმარის კვალიფიკაციას და გამოცდილებას. კანდიდატთა ბიოგრაფიული მონაცემები (CV) უნდა მოიცავდეს მსგავსი განხორციელებული პროექტების ჩამონათვალს და მოკლე აღწერილობას.

            შენიშვნა: საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს წარმოდგენილი საბუთები და მოპოვებული ინფორმაცია გამოიყენოს შეფასების მიზნებისთვის.

ინდივიდუალური კონსულტანტის შერჩევა მოხდება  მსოფლიო ბანკის ინსტრუქციების (2004 წლის გამოცემა, განახლებული 2011 წლის იანვარში) V ნაწილით -“ინდივიდუალური კონსულტანტების შერჩევა - მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ. კონსულტანტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ქვემოთ მითითებულ მისამართზე სამუშაო საათებში 10:00-დან 18:00 საათამდე.

ინტერესის გამოხატვის და მასზე თანდართული შრომითი ბიოგრაფიებისა და სხვა შესაბამისი ინფორმაციის ელექტრონული ან ბეჭდური ვერსია წარმოდგენილ უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე არაუგვიანეს 2015 წლის 14 აპრილის 15:00 საათისა.

სახელი: ვახტანგ რაზმაძე

თანამდებობა: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტმობილო გზების დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტების სამმართველოს უფროსი

მისამართი: ალ.ყაზბეგის გამზირი #12, თბილისი, 0160, საქართველო

ტელ: +995 322 37-05-08 დამ. 218

ფაქსი: +995 322 31-30-34

ელ. ფოსტა: info@georoad.ge

ვებ-გვერდი: www.georoad.ge

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: