ტენდერები

მოთხოვნა ინტერესის გამოსახატავად 

საქართველო

აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტი (EWHIP-4)

კრედიტის/სესხის No. IDA 5245-GE; IBRD 8263-GE

პროექტის No. P130413

დავალების სახელწოდება: ხიდების ინჟინერი

კონტრაქტის/RFP No: EWHIP-4/CS/ICS-04

საიდენტიფიკაციო No. EWHIP-4 PP, კომპონენტი 3, პუნქტი No.18

საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო დაფინანსება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტისათვის. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში შესასყიდი საქონლის, სამუშაოების და საჭირო საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც საქართველოს მთავრობის დაფინანსებით მოხდება.

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს ინდივიდუალურ კონსულტანტებს (კონსულტანტებს) ინტერესის გამოსახატად შემდეგი მომსახურების გასაწევად: ხიდების ინჟინერი.

ხიდების ინჟინრის დავალების მიზანია: (ა) E-60 ავტომაგისტრალის ზემო ოსიარული–არგვეთას მონაკვეთის ტექნიკურ–ეკონომიკური კვლევის შედეგად განსაზღვრული ხიდების და სახიდე გადასასვლელების (დაახლოებით 94 ერთეული საერთო სიგრძით 15 კმ. ორივე მიმართულებით) პარამეტრების განხილვა და ანალიზი; (ბ) სპეციალური დასკვნის (ანგარიშის) მომზადება ტექნიკურ–ეკონომიკური კვლევის დავალების ფარგლებში წარმოდგენილ პირველად და საბოლოო ანგარიშებზე; (გ) ტექნიკურ–ეკონომიკური კვლევით შემოთავაზებული ძირითადი სტრუქტურული ელემენტების განხილვა.

დავალების სავარაუდო ხანგრძლივობაა 3 თვე.

დაინტერესებულმა კონსულტანტებმა უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ მათ აქვთ საკმარისი გამოცდილება ზემოხსენებული დავალების შესასრულებლად. ინტერესის გამოხატვა უნდა მოიცავდეს კონსულტანტის მოკლე ბიოგრაფიას (CVs), კვალიფიკაციას და გამოცდილებას, რომ დადასტურდეს კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისობა შესასრულებელ დავალებასთან.

შენიშვნა: საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს წარმოდგენილი საბუთები და მოპოვებული ინფორმაცია გამოიყენოს შეფასების მიზნებისთვის.  

კონსულტანტის შერჩევა მოხდება ინდივიდუალური კონსულტანტის შერჩევის  მეთოდით მსოფლიო ბანკის ინსტრუქციებით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად: მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება, 2011 წლის იანვარის გამოცემა. წარმოდგენილი ბიოგრაფიული მონაცემების (CVs) შეფასების საფუძველზე საუკეთესო კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე კანდიდატი დაპატიჟებული იქნება საკონტრაქტო მოლაპარაკებებზე.

კონსულტანტისათვის მოთხოვნილი კვალიფიკაცია:

-              სულ მცირე 15 წლის სამუშაო გამოცდილება, მათ შორის 10 წლის საერთაშორისო გამოცდილება ხიდების პროექტირებისა და ტექნიკურ–ეკონომიკური კვლევების დავალებებში;

-              მთაგორიან რეგიონებში სულ მცირე 2 ტექნიკურ–ეკონომიკური კვლევის დავალებაში მონაწილეობა,

-              მაღალი დონის კომპიუტული უნარჩვევები (ე.ი. Microsoft Office).

-              ინგლისურ ენაზე ურთიერთობის და ანგარიშების წერის გამოცდილება.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ქვემოთ მითითებულ მისამართზე სამუშაო საათებში 10:00-დან 18:00 საათამდე.

ინტერესის გამოხატვა და კანდიდატთა ბიოგრაფიული მონაცემების (CVs) ელექტრონული ან ბეჭდური ვერსია წარმოდგენილი უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე არაუგვიანეს 2015 წლის 24 მარტის 16:00 საათისა.

სახელი და გვარი: ვახტანგ რაზმაძე

თანამდებობა: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტების სამმართველოს უფროსი

მისამართი: ალ. ყაზბეგის #12, თბილისი, 0160, საქართველო

ტელ:  +995  322 370508 დამ. 218

ფაქსი: +995 322  313034

ელ-ფოსტა: info@georoad.ge

ვებ-გვერდი: www.georoad.ge

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: