ტენდერები

მოთხოვნა ინტერესის გამოსახატავად 

საქართველო 

შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მეორე პროექტი (SLRP II) 

კრედიტის #5078-GE, სესხი #8143GE 

პროექტის #P122204 

დავალების სახელწოდება:   შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მეორე პროექტის სოციო-ეკონომიკური ზეგავლენის შეფასება 

კონტრაქტი/ RFP # SLRPII/CS/CQS-03 

საიდენტიფიკაციო SLRPII PP, Item No.28.3 

საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო დაფინანსება შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მეორე პროექტის განსახორციელებლად. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში შესასყიდი საქონლის, სამუშაოების და საჭირო საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მოხდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტმობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ კონსულტანტებს ინტერესის გამოსახატად შემდეგი საკონსულტაციო მომსახურების გასაწევად: შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მეორე პროექტის სოციო-ეკონომიკური ზეგავლენის შეფასება.

აღნიშნული დავალების მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მეორე პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ზეგავლენის შეფასების კვლევის მე-2 ეტაპის განხორციელებას. აღნიშნული კვლევა ითვალისწინებს შემდეგი მიზნების მიღწევას: (ა) 2013 წელს განხორციელებული ზეგავლენის შეფასების კვლევის შედეგად მიღებული მონაცემთა შეჯამებას და გაანალიზებას; (ბ) პროექტის ფარგლებში შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციის შედეგად მიღებული სოციო-ეკონომიკური ზეგავლენის დეტალური შეფასებისთვის ჩარჩო-დოკუმენტის მომზადებას; (გ) შინამეურნეობების და ბიზნესის გამოკვლევა იმ საკონტროლო და მიზნობრივ არეალში, რომელიც შემოსაზღვრულია აღნიშნული კვლევის პირველი ეტაპით; (დ) პროეტის ზეგავლენის განსაზღვრა ისეთ სპეციფიურ ინდიკატორებზე დაყრდნობით, როგორიცაა: ტრანსპორტირება, ზოგადი კეთილდღეობა, დასაქმება და შემოსული ინვესტიციები, მიწის რესურსების გამოყენება, განათლება და ჯანდაცვა. კვლევის შედეგად უნდა მომზადდეს მიღებულ მონაცემებზე და მიზნებზე დაფუძნებული ანგარიში. 

საკონსულტაციო დავალების სავარაუდო ხანგრძლივობა არის 6 თვე. 

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ აღნიშნული მომსახურების გასაწევად საჭირო გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია. ინტერესის გამოხატვის წერილს უნდა ახლდეს (მაგრამ არ არის შეზღუდული) შემდეგი: შესაბამისი გამოცდილება მსგავს პროექტებთან მიმართებაში, ძირითადი პერსონალის რესურსები და კვალიფიკაცია, კორპორატიული პროფილი. ასევე, წარმოდგენილ უნდა იქნას იმ თანამშრომელთა მოკლე შრომითი ბიოგრაფიები (CV), რომლებიც შემოთავაზებულია დავალების შესასრულებლად და გააჩნიათ შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება. კონსულტანტებს შეუძლიათ გაერთიანდნენ კვალიფიკაციის გაუმჯობესების მიზნით (გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიო ბანკისთვის მისაღები გაერთიანების ფორმაა ან ქვე-კონსულტანტი ან ერთობლივი საწარმო. წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ნათლად უნდა იყოს მითითებული ასოციაციის სახე).

დავალების შესაბამისი პროექტების გამოცდილება წარმოდგენილ უნდა იქნას ფორმა #1-ის სახით, რომელიც ატვირთულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე www.georoad.ge, შემდეგ მისამართზე: http://www.georoad.ge/?lang=geo&act=tenders&func=menu&uid=1391090819

კონსულტანტების მიერ წარმოდგენილი ინტერესის გამოხატვა არ უნდა აღემატებოდეს 20 გვერდს. დანართის სახით შესაძლებელია კომპანიის ბროშურის წარმოდგენა, რაზეც გვერდების რაოდენობის შეზღუდვა არ ვრცელდება.

კონსულტანტის შერჩევა მოხდება კონსულტანტის კვალიფიკაციაზე დაფუძნებული შერჩევის მეთოდით მსოფლიო ბანკის ინსტრუქციებით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად: მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება, 2011 წლის იანვარი (`კონსულტანტის სახელმძღვანელო პრინციპები”). წარმოდგენილი ინტერესის გამოხატვების საფუძველზე, შედგენილი იქნება მოკლე სია და ყველაზე მაღალი შეფასების მქონე კონსულტანტს ეთხოვება ტექნიკური და ფინანსური წინადადებების წარმოდგენა.

მოკლე სიის კრიტერიუმები:

•  კომპანიის ზოგადი გამოცდილება;

•  გამოცდილება მსგავს დავალებებში (ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის სულ მცირე 3 ჩატარებული ზეგავლენის ან/და საბაზისო ან/და მომხმარებელთა კმაყოფილების შეფასების კვლევა).

დაინტერესებულ კონსულტანტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ქვემოთ მითითებულ მისამართზე სამუშაო საათებში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

ინტერესის გამოხატვა უნდა მოხდეს ელექტრონულად ან ბეჭდური მასალების წარმოდგენით ქვემოთ მითითებულ მისამართზე არა უგვიანეს 2015 წლის 26 მარტის 15:00 საათისა.

სახელი და გვარი: ვახტანგ რაზმაძე,

თანამდებობა: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტების სამმართველოს უფროსი

მისამართი: ალ. ყაზბეგის #12, თბილისი, 0160, საქართველო

ტელ:  +995  322 370508 დამ. 218

ფაქსი: +995 322  313034

ელ-ფოსტა: info@georoad.ge

ვებ-გვერდი: www.georoad.ge

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: