ტენდერები

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი 

მოთხოვნა ინტერესის გამოსახატავად

მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის განხორციელება და განხორციელების შემდგომი მონიტორინგი და ანგარიშგება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული სატრანსპორტო პროექტების განმახორციელებელი დაწესებულება საქართველოში, გეგმავს საერთაშორისო ინდივიდუალური კონსულტანტის დაქირავებას, გზების განვითარების პროექტებში მიწის შესყიდვისა და განსახლების (LARP) საკითხებზე ტრენინგის ჩასატარებლად. აღნიშნული საკონსულტაციო მომსახურების მთავარი მიზანია სამთავრობო უწყებების, კონტრაქტორების, კონსულტანტების, არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმირებულობის ზრდა LARP-ის განხორციელების და განხორციელების შემდგომი პერიოდის მონიტორინგისა და ანგარიშგების პრინციპებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ. ტრენინგი სავარაუდოდ, დაგეგმილია 2014 წლის ნოემბერში.

1. კონსულტანტის მოვალეობები, პასუხისმგებლობა და კვალიფიკაცია 

დავალება 1: მომზადება

კონსულტანტი მოამზადებს ტრენინგების პროგრამას შემდეგი ღონისძიებების განხორციელების გზით:

  • ტრენინგების დაწყებამდე კონსულტანტი განახორციელებს საველე ვიზიტს ქობულეთის შემოვლით გზაზე, რათა განსაზღვროს არსებული სისუსტეები და ასახოს ისინი ტრენინგის დროს.
  • საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისაგან მიიღებს პოტენციური მონაწილეების საბოლოო სიას –დაახლოებით 15–20 მონაწილე;
  • განახორციელებს მონაწილეების საქმიანობის, ცოდნის არსებული დონის და გამოცდილების სწრაფ შეფასებას (საბაზისო შეფასება), რათა დააჯგუფოს მონაწილეები ტექნიკური და არა–ტექნიკური გამოცდილების მიხედვით და შემდგომში გამოიყენებს აღნიშნულ მასალას ტრენინგის შემდგომი შეფასებისათვის;
    • მოამზადებს ტრენინგების მასალებს (ჰენდაუტები, Power Point პრეზენტაციები, ვიდეო კლიპები, საჭირო მოწყობილობა  და ა.შ.) – ერთი პაკეტი – ტექნიკური, ხოლო მეორე პაკეტი – არატექნიკური გამოცდილების მქონე მონაწილეებისათვის შემდგომ საკითხებში ინფორმირებულობის ზრდის მიზნით:

ა. ყველა მონაწილისათვის: 

  1. ADB უსაფრთხოების პოლიტიკა (საქართველოს და/ან კავკასიის ქვეყნებისათვის მომზადებული განსახლების ჩარჩოების განხილვა), საქართველოს მთავრობის პოლიტიკა LARP-ის განხორციელების შესახებ.
  2. ADB-ის ანგარიშვალდებულების მექანიზმის განხილვა;
  3. კონსულტაციისა და მონაწილეობის წარმატებული პრაქტიკა განხორციელების განმავლობაში და შემდგომ;
  4. საჩივრების განხილვის მექანიზმის (GRM) ოპერირება;

 

ბ. ტექნიკური გამოცდილების მქონე მონაწილეებისათვის

  1. მონიტორინგი და ანგარიშგება, შესაბამისობის ანგარიშის მომზადება, შიდა და გარე მონიტორინგის ანგარიშები.
  2. LARP-ის განახლება და დანართები; და  
  3. შიდა გამოკითხვა ტრენინგის ეფექტურობის შეფასების მიზნით ძირითადი ქუიზის ან ტესტის საშუალებით და დასრულების სერტიფიკატის გამოცემა.
  • საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ოფისის მახლობლად ტრენინგისათვის გეგმისა და მდებარეობის განსაზღვრა;
  • 2–დღიანი ტრენინგების ჩატარება თბილისში, ქუთაისში და აჭარის რეგიონში

დავალება 2: წარმართვა ტრენიგი ჩატარდება ორ ნაწილად. პირველ ნაწილში (ნახევარი დღე) წარმოდგენილი იქნება განხორციელების ძირითადი ცნებები და მოთხოვნები. აღნიშნულ ნაწილს დაესწრებიან ტექნიკური და არა–ტექნიკური გამოცდილების მქონე პირები. მეორე ნაწილი განკუთვნილი იქნება მხოლოდ ტექნიკური გამოცდილების მქონე მონაწილეებისათვის საკლასო მასალასთან ერთად, აღნიშნულ მონაწილეებს ჩაუტარდებათ ნახევარ–დღიანი საველე ტრენინგი, რაც მოიცავს საველე გასვლას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეთანხმებით და მონიტორინგისა და ანგარიშგების რეალურ სავარჯიშოს.

 კონსულტანტი პასუხისმგებელია შემდეგზე:

  1. 1.    ტრენინგის ჯგუფის ჩამოყალიბება მონაწილეების სიის მიხედვით
  • მონაწილეთა სახელებისა და ტრენინგზე დასწრების ფორმის შევსება, აღნიშნულ დოკუმენტს გააჩნია ოფიციალური სტატუსი და ინახება ტრეინერთან;
  • მონაწილეებთან ერთად ტრენინგის შიდა წესების შემუშავება;
  • მონაწილეების უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრა.
  1. 2.    ტრენინგის წარმართვა:
  • ტრენინგის წარმართვა განსაზღვრულ დროით პერიოდში და უმაღლესი პროფესიონალური სტანდარტების შესაბამისად;
  • ყველა პრაქტიკული ღონისძიებისათვის შესაბამისი მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
  • დახმარებისა და კონსულტაციის უზრუნველყოფა ყველა მონაწილისათვის ტრენინგის განმავლობაში ტრენინგის თემებთან დაკავშირებით ან ნებისმიერ სხვა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებულ საკითხზე;
  • ტრენინგის ხარსისხის, ტრეინერების, ტრენინგის მთელი სესიის შეფასებისათვის კითხვარის მიწოდება მონაწილეებისათვის შესავსებად.
  • ტრენინგი ჩატარდება ინგლისურ ენაზე თანმიმდევრული თარგმანით.
  • ტრენინგის მასალები წარმოდგენილი იქნება ინგლისურ და ქართულ ენებზე.
  1. 3.    კლიენტთან კონტაქტის შენარჩუნება:
  • კლიენტისათვის მონაწილეთა დასწრების ყველა ასპექტის შესახებ ანგარიშის წარდგენა, ასევე ანგარიშგება ყველა ასპექტის შესახებ, რომელთაც შესაძლებელია, გავლენა მოახდინონ შედეგზე.
  1. 4.    კვალიფიკაცია და გამოცდილება 

წარმატებულ კანდიდატს უნდა გააჩნდეს:

  • ხარისხი სოციალურ მეცნიერებებში ან შესაბამის სფეროში აკრედიტირებული უნივერსიტეტიდან;
  • მინიმუმ 10 წლის პრაქტიკული გამოცდილება LARP-ის მომზადების, განხორციელების, შესაბამისობის მიმოხილვის, განხორციელების შემდგომი მონიტორინგის, ანგარიშგების და მხარეებისათვის კონსულტაციის უზრუნველყოფის კუთხით (მიუთითეთ წინა კლიენტების/დამქირავებლების სახელები და საკონტაქტო ინფორმაცია)
  • ADB-ს პროექტების ცოდნა;
  • განვითარებად ქვეყნებში LARP-ის განხორციელების ცოდნისა და ტრენინგების დამადასტურებელი ინფორმაცია;
  1. 5.    შერჩევის კრიტერიუმები:

შერჩევა განხორციელდება ინდივიდუალური კონსულტანტის შერჩევის (ICS) მეთოდის გამოყენებით აზიის განვითარების ბანკის შესყიდვების სახელმძღვანელოს  Guidelines on The Use of Consultants by Asian Development Bank and Its Borrowers თანახმად, (რომელიც ხელმისაწვდომია ვებ–გვერდზე: http://www.adb.org/documents/guidelines-use-consultants-asian-development-bank-and-its-borrowers), გამოყენებული იქნება შემდეგი კრიტერიუმები და წონა:

1. 20% ზოგადი გამოცდილება.

2. 70% –დავალებასთან დაკავშირებული გამოცდილება.

3. 10% საერთაშორისო გამოცდილება. 

 

აპლიკაციის წარდგენა:
გთხოვთ, წარმოადგინოთ აპლიკაცია ელექტრონული ან ბეჭდური ფორმით ქვემოთ მითითებულ მისამართზე არაუგვიანეს 2014 წლის 13 ნოემბრისა. 

 

სახელი: ვახტანგ რაზმაძე

თანამდებობა: საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტების სამმართველოს უფროსი

მისამართი: 12 ალ ყაზბეგის გამზირი, თბილისი, 0160, საქართველო

ტელ: +995-322-37-05-08 შიდა. 3-11

ფაქსი: +995-322-31-30-34

ი–მეილი: info@georoad.gec/c to murmani.katsitadze@gmail.com

ვებ–გვერდი: :www.georoad.ge

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: