ტენდერები

საქართველო 

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტი

კრედიტის/სესხის # IDA5245-GE; IBRD 8263-GE 

პროექტის# P130413 

დავალების სახელწოდება: () ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა E-60 ოთხზოლიანი მაგისტრალის გაუმჯობესებულ მონაკვეთებზე (ნატახტარი-რუისი) მოვლა-შენახვის ინტერვენციების განსასაზღვრად და () სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება მოვლა-შენახვის სამუშაოებისა და მოვლა-შენახვის სამუშაოების ზედამხედველობისათვის. 

კონტრაქტი/ RFP # EWHIP–4/CS/QCBS-02 

საიდენტიფიკაციო # EWHIP-4 PP, კომპონენტი 3, პუნქტი #12 

საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკის დაფინანსება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტისთვის. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში შესასყიდი საქონლის, სამუშაოების და საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მოხდება.  

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ საკონსულტაციო კომპანიებს (კონსულტანტებს) ინტერესის გამოსახატად შემდეგი საკონსულტაციო მომსახურების გასაწევად: () ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა E-60 ოთხზოლიანი მაგისტრალის გაუმჯობესებულ მონაკვეთებზე (ნატახტარი-რუისი) მოვლა-შენახვის ინტერვენციების განსასაზღვრად და () სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება მოვლა-შენახვის სამუშაოებისა და მოვლა-შენახვის სამუშაოების ზედამხედველობისათვის. 

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ აღნიშნული მომსახურების გასაწევად საჭირო გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია. ინტერესის გამოხატვა უნდა მოიცავდეს (მაგრამ არ არის შეზღუდული) შემდეგს: შესაბამისი გამოცდილება საპროექტო ღონისძიებებთან მიმართებაში, კორპორატიული პროფილი.

შერჩევის კრიტერიუმებია:

•  ზოგადი გამოცდილება.

•  ანალოგიური გამოცდილება.

საკონსულტაციო მომსახურების სავარაუდო ხანგრძლივობაა 7 თვე.

დაინტერესებულმა კონსულტანტებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ მსოფლიო ბანკის ინსტრუქციების – `მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება [რეკონსტრუცქიისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში]” (2011 წლის იანვრის გამოცემა, ~კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპები”) – 1.9 პარაგრაფზე, სადაც განსაზღვრულია მსოფლიო ბანკის პოლიტიკა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. ამასთანავე, გთხოვთ გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული სპეციფიკური ინფორმაცია, რომელიც ეხება აღნიშნულ დავალებასთან დაკავშირებულ ინტერესთა კონფლიქტს: კონსულტანტი დავალებასთან მიმართებაში ანაზღაურებას მიიღებს მხოლოდ კონტრაქტში მითითებული პირობების შესაბამისად. დაუშვებელია კონსულტანტისა და მისი ფილიალების მონაწილეობა ისეთ საკონსულტაციო ან სხვა ღონისძიებებში, რომლებიც კონტრაქტის თანახმად დამკვეთთან ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობს. კონტრაქტი უნდა მოიცავდეს პირობებს, რომლითაც იზღუდება მომავალში კონსულტანტის მონაწილეობა სხვა მომსახურებებში, რომელიც გამომდინარეობს ან პირდაპირ კავშირშია ფირმის საკონსულტაციო მომსახურეობებთან ინსტრუქციების 1.9 და 1.10 პარაგრაფებით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად.

კონსულტანტებს კვალიფიკაციის გაუმჯობესების მიზნით შეუძლიათ გაერთაინდნენ სხვა ფირმებთან ერთობლივი საწარმოს ან ქვე-კონსულტანტის სახით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიო ბანკისთვის მისაღები გაერთიანების ფორმაა ან ქვე-კონსულტანტი ან ერთობლივი საწარმო. წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ნათლად უნდა იყოს მითითებული ასოციაციის სახე. ქვე-კონსულტანტების გამოცდილება არ იქნება გათვალისწინებული კომპანიის კორპორატიული გამოცდილების შეფასების დროს. დავალების შესაბამისი პროექტების განხორციელების გამოცდილება წარმოდგენილ უნდა იქნას #1 ფორმის სახით, რომელიც განთავსებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე www.georoad.ge შემდეგ ბმულზე

http://www.georoad.ge/?lang=geo&act=tenders&func=menu&uid=1391090819

კონსულტანტების მიერ წარმოდგენილი ინტერესის გამოხატვა არ უნდა აღემატებოდეს 30 გვერდს. დანართის სახით შესაძლებელია კომპანიის ბროშურის წარმოდგენა, რაზეც გვერდების რაოდენობის შეზღუდვა არ ვრცელდება.

კონსულტანტის შერჩევა მოხდება  კონსულტანტის კვალიფიკაციისა  და ღირებულების შერჩევის მეთოდით მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელოში განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად: მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტის შერჩევა და დაქირავება (2011 წლის იანვრის გამოცემა).

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ქვემოთ მითითებულ მისამართზე სამუშაო საათებში 10:00-დან 18:00 საათამდე.

ინტერესის გამოხატვის ელექტრონული ან ბეჭდური ვერსია წარმოდგენილი უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე არაუგვიანეს 2014 წლის 25 ნოემბრის 17:00 საათისა.

სახელი: ვახტანგ რაზმაძე

თანამდებობა: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტმობილო გზების დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტების სამმართველოს უფროსი

მისამართი: ალ.ყაზბეგის გამზირი #12, თბილისი, 0160, საქართველო

ტელ: +995 322 37-05-08 დამ. 218

ფაქსი: +995 322 31-30-34

ელ. ფოსტა: info@georoad.ge  

ვებ-გვერდი:www.georoad.ge

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: