ტენდერები

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი 

მოთხოვნა ინტერესის გამოსახატავად

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, როგორც აზიის განვითარების ბანკის სატრანსპორტო პროექტების განმახორციელებელი დაწესებულება საქართველოში, გთხოვთ გამოხატოთ ინტერესი პროექტის ასისტენტის პოზიციაზე, აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული საქართველოს საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამის სესხები 2560 და 2843 პირველი 2 ტრანშის ფარგლებში. პროექტი მოიცავს 34 კმ სიგრძის ქობულეთის შემოვლითი 2–ზოლიანი გზის მშენებლობას. პროექტის მშენებლობის კომპონენტი მიმდინარეობს ორი კონტრაქტის ფარგლებში და სამუშაოები უნდა დასრულდეს 2016 წელს.

1. ზოგადი მოვალეობები:

პროექტის ასისტენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წინაშე. მისი დაქირავება თავდაპირველად მოხდება სრული განაკვეთით, 12 თვით. კონტრაქტი დაექვემდებარება ვადის გაგრძელებას ყოველწლიურად გაწეული მომსახურების საფუძველზე. ის ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, რომელიც პასუხისმგებელია პროექტის განხორციელებაზე და ითანამშრომლებს საერთაშორისო პროექტების სამმართველოს თანამშრომლებთან. ის დაეხმარება პროეტის მენეჯერსა და პროექტის განხორციელების სპეციალისტს.

პროექტის ასისტენტი იხელმძღვანელებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შიდა პროცედურებითა და პროექტის ადმინისტრირების სახელმძღვანელოთი (PAM). რომელიც შეთანხმებულია საქართველოს საავტომობილო გზებისა დეპარტამენტსა და აზიის განვითარების ბანკს შორის.

პროექტის ასისტენტი მჭიდროდ ითანამშრომლებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სხვადასხვა სამმართველოებთან და ანგარიშვალდებული იქნება პროექტის მენეჯერის, პროექტის განხორციელების სპეციალისტის, პროექტის კოორდინატორის (საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამეტის თვმჯდომარის მოადგილე) წინაშე.  

პროექტის ასისტენტის მოვალეობები: 

  • ზედამხედველი ინჟინრის მიერ წარმოდგენილი ანგარიშებისა და სხვა შესაბამისი ინფორმაციის რეგულარული შეგროვება.
  • ზედამხედველი ინჟინრის მიერ წარმოდგენილი ანგარიშების რეესტრის წარმოება;
  • ფინანსური ინფორმაციის მოპოვება (გადახდები, მათი სტატუსი) საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამმართველოებსა და ევრაზიის სატრანსპორტო კორიდორის საინვესტიციო ცენტრიდან (ETCIC).
  • მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი და მისი წარდგენა პროექტის მენეჯერისა და პროექტის განხორციელების სპეციალისტისთვის (ინჟინრის მიერ წარდგენილი ანგარიშები).
  • ინფორმაციის შეგროვება სამუშაოთა პროგრესის შესახებ შესრულების შეთანხმებული ინდიკატორების თანახმად.
  • მონიტორინგის ღონისძიებების მონაცემთა ბაზის შექმნა და რეგულარული განახლება.
  • შესრულების ინდიკატორების მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება საჭიროებისამებრ.
  • სოციალური უსაფრთხოების საკითხების მონიტორინგი არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.  
  • დახმარება საჩივრების განხილვის მექანიზმის (GRM) განხორციელებაში.
  • დახმარება შესყიდვის პროცედურებში პროექტის ფარგლებში.
  • დახმარება პროექტის განხორციელების პროცესში.
  • ზედამხედველის ინფორმირება მონიტორინგის შედეგების საფუძველზე
  • დახმარება ყოველთვიური ანგარიშების მომზადებაში.
  • კონტრაქტორების, კონსულტანტებისა და აზიის განვითარების ბანკისათვის გასაგზავნი კორეპონდენციის მომზადება.
  • პროექტის დოკუმენტების შენახვა.

კვალიფიკაცია და გამოცდილება:

წარმატებულ კანდიდატს უნდა გააჩნდეს:

  • მაგისტრის ხარსიხი ან შესაბამისი სერტიფიკატი აკრედიტებული საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
  • მინიმუმ 3 წლის სამუშაო გამოცდილება დონორების მიერ დაფინანსებულ ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებში (სამუშაო გამოცდილება პროექტების მონიტორინგის კუთხით ჩაითვლება უპირატესობად);
    • ინგლისური და ქართული ენების სრულყოფილი ცოდნა (საუბარი, კითხვა, წერა);
    • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, electronic mail).

შერჩევის კრიტერიუმები:

შერჩევა განხორციელდება ინდივიდუალური კონსულტანტის შერჩევის მეთოდის გამოყენებით აზიის განვითარების ბანკის შესყიდვების სახელმძღვანელოს თანახმად, რომელიც ხელმისაწვდომია ვებ–გვერდზე: http://www.adb.org/documents/guidelines-use-consultants-asian-development-bank-and-its-borrowers). გამოყენებული იქნება შეფასების შემდეგი კრიტერიუმები:

1. 20% ზოგადი გამოცდილება.

2. 70% დავალებასთან დაკავშირებული გამოცდილება.

3. 10% პროექტთან დაკავშირებული გამოცდილება. 

აპლიკავიის წარდგენა:

გთხოვთ, წარმოადგინოთ აპლიკაციები ელექტრონული ან დაბეჭდილი ფორმით ქვემოთ მოცემულ მისამართზე არაუგვიანეს ამა წლის 8 ოქტომბრისა 17:00 წუთი

სახელი: ვახტანგ რაზმაძე

თანამდებობა: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტების სამმართველოს უფროსი.

მისამართი: 12 ალ ყაზბეგის გამზირი, თბილისი, 0160, საქართველო

ტელ: +995-322-37-05-08 ext. 3-11

ფაქსი: +995-322-31-30-34

ელ–ფოსტა: info@georoad.ge

ვებ–გვერდი: www. georoad.ge

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: