მოთხოვნა ინტერესის გამოსახატავად
საქართველო
შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტი (SLRP III)
პროექტის #: P148048
დავალების სახელწოდება: გონიოს ხიდის დეტალური პროექტის მომზადება
კონტრაქტი/ RFP # SLRPIII/CS/QCBS-03
საიდენტიფიკაციო #: SLRPIII PP, პუნქტი #29
საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო დაფინანსება შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტისთვის. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში შესასყიდი საქონლის, სამუშაოების, საჭირო მომსახურებისა და საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მოხდება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტმობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ საკონსულტაციო ფირმებს (კონსულტანტებს) ინტერესის გამოსახატად შემდეგი საკონსულტაციო მომსახურების გასაწევად: ” გონიოს ხიდის დეტალური პროექტის მომზადება”.
დაინტერესებულმა კონსულტანტებმა უნდა წარმოადგინონ მომსახურების გასაწევად საჭირო კვალიფიკაციისა და შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია. მოკლე სიაში გასასვლელად საჭიროა შემდეგი კრიტერიუმების დაკმაყოფილება:
• ანალოგიური გამოცდილება ბოლო 7 წლის მანძილზე (ანუ 2007 წლის იანვრიდან).
• ზოგადი გამოცდილება.
დაინტერესებულმა კონსულტანტებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ მსოფლიო ბანკის ინსტრუქციების – `მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება [რეკონსტრუცქიისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში]” (2011 წლის იანვრის გამოცემა, ~კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპები”) – 1.9 პარაგრაფზე, სადაც განსაზღვრულია მსოფლიო ბანკის პოლიტიკა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. ამასთანავე, გთხოვთ გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული სპეციფიკური ინფორმაცია, რომელიც ეხება აღნიშნულ დავალებასთან დაკავშირებულ ინტერესთა კონფლიქტს: კონსულტანტი დავალებასთან მიმართებაში ანაზღაურებას მიიღებს მხოლოდ კონტრაქტში მითითებული პირობების შესაბამისად. დაუშვებელია კონსულტანტისა და მისი ფილიალების მონაწილეობა ისეთ საკონსულტაციო ან სხვა ღონისძიებებში, რომლებიც კონტრაქტის თანახმად დამკვეთთან ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობს. კონტრაქტი უნდა მოიცავდეს პირობებს, რომლითაც იზღუდება მომავალში კონსულტანტის მონაწილეობა სხვა მომსახურებებში, რომელიც გამომდინარეობს ან პირდაპირ კავშირშია ფირმის საკონსულტაციო მომსახურეობებთან ინსტრუქციების 1.9 და 1.10 პარაგრაფებით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად.
კონსულტანტებს კვალიფიკაციის გაუმჯობესების მიზნით შეუძლიათ გაერთაინდნენ სხვა ფირმებთან ერთობლივი საწარმოს ან ქვე-კონსულტანტის სახით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიო ბანკისთვის მისაღები გაერთიანების ფორმაა ან ქვე-კონსულტანტი ან ერთობლივი საწარმო. წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ნათლად უნდა იყოს მითითებული ასოციაციის სახე. ქვე-კონსულტანტების გამოცდილება არ იქნება გათვალისწინებული კომპანიის კორპორატიული გამოცდილების შეფასების დროს. დავალების შესაბამისი პროექტების განხორციელების გამოცდილება წარმოდგენილ უნდა იქნას #1 ფორმის სახით, რომელიც განთავსებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე www.georoad.ge შემდეგ ბმულზე: http://www.georoad.ge/?lang=geo&act=tenders&func=menu&uid=1391090819
კონსულტანტების მიერ წარმოდგენილი ინტერესის გამოხატვა არ უნდა აღემატებოდეს 30 გვერდს. დანართის სახით შესაძლებელია კომპანიის ბროშურის წარმოდგენა, რაზეც გვერდების რაოდენობის შეზღუდვა არ ვრცელდება.
კონსულტანტის შერჩევა მოხდება ~კონსულტანტის სახელმძღვანელო პრინციპებში” მოცემული კვალიფიკაციისა და ღირებულების მიხედვით შერჩევის მეთოდის თანახმად.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ქვემოთ მითითებულ მისამართზე სამუშაო საათებში 09:00-დან 17:00 საათამდე.
ინტერესის გამოხატვა წერილობითი სახით წარმოდგენილ უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე (პირადად, ფოსტის, ფაქსის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით) არაუგვიანეს 2014 წლის 08 სექტემბრის 17:00 საათისა.
სახელი: ვახტანგ რაზმაძე
თანამდებობა: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტმობილო გზების დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტების სამმართველოს უფროსი
მისამართი: ალ.ყაზბეგის გამზირი #12, თბილისი, 0160, საქართველო
ტელ: +995 322 37-05-08 დამ. 218
ფაქსი: +995 322 31-30-34
ელ. ფოსტა: info@georoad.ge
ვებ-გვერდი: www.georoad.ge