მოთხოვნა ინტერესის გამოსახატავად
საქართველო
კახეთის რეგიონული გზების გაუმჯობესების პროექტი (KRRIP)
პროექტის # P117152
დავალების სახელწოდება: საკომპენსაციო ხეების დარგვის გეგმის მომზადება კახეთის რეგიონული გზების გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში (KRRIP)
კონტრაქტი /RFP # KRRIP/CS/ICS-04
საიდენტიფიკაციო # KRRIP PP, პუნქტი #11
საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო დაფინანსება კახეთის რეგიონული გზების გაუმჯობესების პროექტისთვის. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში შესასყიდი საქონლის, სამუშაოების, საჭირო მომსახურებისა და საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მოხდება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს ინდივიდუალურ კონსულტანტებს ინტერესის გამოსახატად შემდეგი მომსახურების გასაწევად: „საკომპენსაციო ხეების დარგვის გეგმის მომზადება კახეთის რეგიონული გზების გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში“.
დაინტერესებულმა ინდივიდუალურმა კონსულტანტებმა უნდა წარმოადგინონ მომსახურების გასაწევად საჭირო კვალიფიკაციის და შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია.
შერჩევის კრიტერიუმებია:
- ზოგადი გამოცდილება;
- სპეციფიკური გამოცდილება;
დავალების სავარაუდო ხანგრძლივობაა 1 თვე.
შენიშვნა: საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს წარმოდგენილი საბუთები და მოპოვებული ინფორმაცია გამოიყენოს შეფასების მიზნებისთვის.
დაინტერესებულმა კონსულტანტებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ მსოფლიო ბანკის ინსტრუქციების – “მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება [რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში]” (2011 წლის იანვრის გამოცემა, “კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპები“) – 1.9 პარაგრაფზე, სადაც განსაზღვრულია მსოფლიო ბანკის პოლიტიკა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. ამასთანავე, გთხოვთ გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული სპეციფიკური ინფორმაცია, რომელიც ეხება აღნიშნულ დავალებასთან დაკავშირებულ ინტერესთა კონფლიქტს: კონსულტანტი დავალებასთან მიმართებაში ანაზღაურებას მიიღებს მხოლოდ კონტრაქტში მითითებული პირობების შესაბამისად. დაუშვებელია კონსულტანტისა და მისი პარტნიორების მონაწილეობა ისეთ საკონსულტაციო ან სხვა ღონისძიებებში, რომლებიც კონტრაქტის თანახმად დამკვეთთან ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობს. კონტრაქტი უნდა მოიცავდეს პირობებს, რომლითაც იზღუდება მომავალში კონსულტანტის მონაწილეობა სხვა მოსახურებებში, რომელიც გამომდინარეობს ან პირდაპირ კავშირშია ფირმის საკონსულტაციო მომსახურეობებთან ინსტრუქციების 1.9 და 1.10 პარაგრაფებით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად.
ინდივიდუალური კონსულტანტის შერჩევა მოხდება მსოფლიო ბანკის ინსტრუქციების (2004 წლის გამოცემა, განახლებული 2011 წლის იანვარში) V ნაწილით -“ინდივიდუალური კონსულტანტების შერჩევა - მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება” - განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ქვემოთ მითითებულ მისამართზე სამუშაო საათებში 10:00-დან 18:00 საათამდე.
ინტერესის გამოხატვის და მასზე თანდართული შრომითი ბიოგრაფიებისა და სხვა შესაბამისი ინფორმაციის ელექტრონული ან ბეჭდური ვერსია წარმოდგენილ უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე არაუგვიანეს 2014 წლის 05 სექტემბრის 17:00 საათისა.
სახელი: ვახტანგ რაზმაძე
თანამდებობა: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტმობილო გზების დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტების სამმართველოს უფროსი
მისამართი: ალ.ყაზბეგის გამზირი #12, თბილისი, 0160, საქართველო
ტელ: +995 322 37-05-08 დამ. 348
ფაქსი: +995 322 31-30-34
ელ-ფოსტა: info@georoad.ge
ვებ-გვერდი: www.georoad.ge