ტენდერები

მოთხოვნა ინტერესის გამოსახატავად

საქართველო

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტი

კრედიტის/სესხის # IDA5245-GE; IBRD 8263-GE

პროექტის # P130413

დავალების სახელწოდება: კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის ფარგლებში (EWHIP-4)

კონტრაქტი /RFP # EWHIP-4/CS/ICS-02

საიდენტიფიკაციო # EWHIP-4/CS/ICS-02

საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო დაფინანსება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტისთვის. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში შესასყიდი საქონლის, სამუშაოების, საჭირო მომსახურებისა და საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მოხდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ ინდივიდუალურ კონსულტანტებს ინტერესის გამოსახატად შემდეგი მომსახურების გასაწევად: კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის ფარგლებში (EWHIP-4)”.

აღნიშნული დავალების მიზნების მისაღწევად, კონსულტანტმა უნდა განახორციელოს შემდეგი:

  • ინფორმაციის გაზიარების არსებული პრაქტიკის, კომუნიკაციის არსებული პოლიტიკისა და საგზაო სექტორთან დაკავშირებული პროგრამების შეფასება;
  • ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე საკომუნიკაციო ღონისძიებების განხორციელებასა და საკომუნიკაციო მასალების მომზადებასთან, წინასწარ გამოცდასა და შემუშავებასთან დაკავშირებული არსებული ორგანიზაციული პოტენციალის შეფასება;
  • საავტომობილო გზების დეპარტამენტთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობა რათა, ზემოხსენებული შეფასების გათვალისწინებით, დადგინდეს შიდა და გარე კომუნიკაციებში არსებული ხარვეზები და განისაზღვროს საკომუნიკაციო მოთხოვნები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს ნაციონალურ და ადგილობრივ დონეზე, რათა უზრუნველყოფილ იქნას:
    • საგზაო პროექტების მიმდინარეობისა და ახალი აქტივობების შესახებ ინფორმაციის უწყვეტობის მხარდაჭერა;
    • საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდისკენ მიმართული ქმედებების მხარდაჭერა;
    • გამოხმაურების მექანიზმის შექმნა, საზოგადოების მხრიდან კომენტარების მიღება და პასუხის გაცემა; და
    • საგანგებო სიტუაციებში საკომუნიკაციო პროტოკოლების შემუშავება.
    • აღნიშნული დავალებისთვის შესაფერისი სხვადასხვა ტიპის მედია საშუალებების და მედია პროდუქტების (ბეჭდური/ელექტრონული/ვებ,აუდიო/ვიდეო)  შემოთავაზება.
    • საჭირო რესურსების (ადამიანური და ფინანსური) და განხორციელების  საორიენტაციო ბიუჯეტის განსაზღვრა.
    • დადასტურებული კომუნიკაციის სტრატეგიის განსახორციელებლად დეტალური გეგმის მომზადება.
  • აღნიშნული საკომუნიკაციო მოთხოვნების შესასრულებლად მიდგომების განსაზღვრა და სრულყოფილ და კოორდინირებულ სტრატეგიაში დეტალურად წარმოდგენა.
  • მოწინავე ქვეყნებში განხორციელებული საერთაშორისო აპრობირებული პრაქტიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტთან/სამინისტროსთან გაზიარება მაგალითების სახით.

შერჩევის კრიტერიუმებია:

  • ზოგადი გამოცდილება;
  • სპეციფიკური გამოცდილება;

დავალების სავარაუდო ხანგრძლივობაა 3 თვე.

საკონსულტაციო მომსახურება გათვალისწინებულია საერთაშორისო ინდივიდუალური კონსულტანტისთვის (კომუნიკაციის სპეციალისტი). კონსულტანტს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 10 წლიანი პროფესიული გამოცდილება, მათ შორის დადასტურებული გამოცდილება კომუნიკაციის სტრატეგიის დაგეგმვისთვის, შესრულებისა და მონიტორინგისთვის აუცილებელი მთელი რიგი კომუნიკაციის მიდგომების, მექანიზმებისა და მეთოდოლოგიის კუთხით, სასურველია საავტომობილო გზების უწყებისათვის კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავების ანალოგიური გამოცდილება. ევროპული კონტექსტის ცოდნა აუცილებელია. კანდიდატი მაღალ დონეზე უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას.

შენიშვნა: საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს წარმოდგენილი საბუთები და მოპოვებული ინფორმაცია გამოიყენოს შეფასების მიზნებისთვის.

დაინტერესებულმა კონსულტანტებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ მსოფლიო ბანკის ინსტრუქციების – მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება [რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში]” (2011 წლის იანვრის გამოცემა, “კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპები“) – 1.9 პარაგრაფზე, სადაც განსაზღვრულია მსოფლიო ბანკის პოლიტიკა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. ამასთანავე, გთხოვთ გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული სპეციფიკური ინფორმაცია, რომელიც ეხება აღნიშნულ დავალებასთან დაკავშირებულ ინტერესთა კონფლიქტს: კონსულტანტი დავალებასთან მიმართებაში ანაზღაურებას მიიღებს მხოლოდ კონტრაქტში მითითებული პირობების შესაბამისად. დაუშვებელია კონსულტანტისა და მისი პარტნიორების მონაწილეობა ისეთ საკონსულტაციო ან სხვა ღონისძიებებში, რომლებიც კონტრაქტის თანახმად დამკვეთთან ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობს. კონტრაქტი უნდა მოიცავდეს პირობებს, რომლითაც იზღუდება მომავალში კონსულტანტის მონაწილეობა სხვა მოსახურებებში, რომელიც გამომდინარეობს ან პირდაპირ კავშირშია ფირმის საკონსულტაციო მომსახურეობებთან ინსტრუქციების 1.9 და 1.10 პარაგრაფებით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად.

ინდივიდუალური კონსულტანტის შერჩევა მოხდება  მსოფლიო ბანკის ინსტრუქციების (2004 წლის გამოცემა, განახლებული 2011 წლის იანვარში) V ნაწილით -“ინდივიდუალური კონსულტანტების შერჩევა - მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება” - განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად.         

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ქვემოთ მითითებულ მისამართზე სამუშაო საათებში 10:00-დან 18:00 საათამდე.

ინტერესის გამოხატვის და მასზე თანდართული შრომითი ბიოგრაფიებისა და სხვა შესაბამისი ინფორმაციის ელექტრონული ან ბეჭდური ვერსია წარმოდგენილ უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე არაუგვიანეს 2014 წლის 13 აგვისტოს 17:00 საათისა.

სახელი: ვახტანგ რაზმაძე

თანამდებობა: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტმობილო გზების დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტების სამმართველოს უფროსი

მისამართი: ალ.ყაზბეგის გამზირი #12, თბილისი, 0160, საქართველო

ტელ: +995 322 37-05-08 დამ. 348

ფაქსი: +995 322 31-30-34

ელ-ფოსტა: info@georoad.ge

ვებ-გვერდი: www.georoad.ge

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: