ტენდერები

სატენდერო მოწვევა

საქართველო

მეორე შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების პროექტი (SLRP II)

IDA 5078-GE; IBRD 8143-GE

გზების მართვის სისტემისთვის საჭირო აღჭურვილობა

SLRPII/G/ICB-02

1. საქართველომ მიიღო კრედიტი და სესხი რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკიდან და განვითარების საერთაშორისო ასოციაციისგან მეორე შიდასახელმწიფორბრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების პროექტისათვის (SLRP II) და განზრახული აქვს გამოიყენოს ამ სესხისა და კრედიტის ნაწილი SLRPII/G/ICB-02 ხელშეკრულებით გათვალისწინებული  გადახდების განსახორციელებლად.

2. პროექტის განმახორციელებელი უწყება, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ პრეტენდენტებს, რომლებმაც უნდა წარმოადგინონ დეტალური სატენდერო წინადადებები გზების მართვის სისტემისთვის საჭირო აღჭურვილობის მოსაწოდებლად. სატენდერო წინადადებების წარმოდგენა შესაძლებელია ერთ ან ორივე ლოტზე.

3. შესყიდვა ჩატარდება საერთაშორისო ტენდერის (ICB) პროცედურებით, რომლებიც აღწერილია მსოფლიო ბაკის სახელმძღვანელოში: „შესყიდვები რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტების პირობებით“ და სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად ღიაა ნებისმიერი პრეტენდენტისთვის, რომელიც არის მონაწილეობის უფლების მქონე ქვეყნიდან. დაინტერესებული პრეტენდენტები უნდა გაეცნონ მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელოს ინტერესთა კონფლიქტის შესახებ 1.6 და 1.7 პარაგრაფებს. 

4. დაინტერესებული, ტენდერში მონაწილეობის უფლების მქონე პრეტენდენტები დამატებითი ინფორმაციის მისაღებად უნდა დაუკავშირდნენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის საერთაშიროსი პროექტების სამმმართველოს უფროსს ბ-ნ ვახტანგ რაზმაძეს, ელ. ფორტა: info@georoad.ge; სატენდერო დოკუმენტების გაცნობა შესაძლებელია ქვემოთ მითითებულ მისამართზე 10-დან 17 საათამდე.

5. საკვალიფიკაციო მოთხოვნები მოიცავს:

ლოტი 1: გზების მართვის სისტემისთვის საჭირო აღჭურვილობა (გზის საფარის პროფილის საზომი, გზის სავალი ნაწილისა და საფარის ვიდეო ჩაწერის მოდული, გზის გეომეტრიის (დახრილობა, მრუდები) საზომი)

-      პრეტენდენტის მინიმალური ბრუნვა უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში თითოეულ წელს უნდა იყოს 150,000 აშშ დოლარი ან მისი ექვივალეტი; 

-      პრეტენდენტმა უნდა დაადასტუროს, რომ მის მიერ ერთი ან მეტი მსგავსი ტიპის საქონლის მიწოდება დასრულებულია და ხსენებული საქონელი წარმატებით გამოიყენება; 

-      იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებულია იმ საქონლის მიწოდება, რომელსაც თავად არ აწარმოებს,  საქონლის მწარმოებლისგან უნდა გააჩნდეს სათანადო უფლებამოსილება შემსყიდველის ქვეყანაში საქონლის მოწოდებაზე. მწარმოებლისგან უფლებამოსილების წერილის წარმოდგენა სავალდებულოა.

ლოტი 2: გზების მართვის სისტემისთვის საჭირო აღჭურვილობა (ტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობის მთვლელები და შეჭიდულობის კოეფიციენტის გამსაზღვრელი)

-      პრეტენდენტის მინიმალური ბრუნვა უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში თითოეულ წელს უნდა იყოს 70,000 აშშ დოლარი ან მისი ექვივალეტი;

-      პრეტენდენტმა უნდა დაადასტუროს, რომ მის მიერ ერთი ან მეტი მსგავსი ტიპის საქონლის მიწოდება დასრულებულია და ხსენებული საქონელი წარმატებით გამოიყენება; 

-      იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებულია იმ საქონლის მიწოდება, რომელსაც თავად არ აწარმოებს,  საქონლის მწარმოებლისგან უნდა გააჩნდეს სათანადო უფლებამოსილება შემსყიდველის ქვეყანაში საქონლის მოწოდებაზე. მწარმოებლისგან უფლებამოსილების წერილის წარმოდგენა სავალდებულოა. 

დამატებითი დეტალები წარმოდგენილია სატენდერო დოკუმენტაციაში. 

6. დანტერესებულ პრეტენდენტებს სატენდერო დოკუმენტაციის მთლიანი პაკეტის ინგლისურ ენაზე შეძენა შეუძლიათ ქვემოთ მითითებულ მისამართზე წერილობითი მიმართვის და არადაბრუნებადი 200 ლარის ან მისი ექვივალენტი თანხის აშშ დოლარში დაგახდის შემდეგ. გადახდის ფორმაა პირდაპირი გადარიცხვა მითითებულ ანგარიშზე:

ეროვნულ ვალუტაში გადარიცხვებისთვის:

მიმღები: ხაზინის ანგარიში

ხაზინის ანგარიშის #200 122 900

მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი: TRESGE22

ბანკის ძველი კოდი: (220 101 222)

საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი: 302 007 800

სავალუტე ანგარიში: #001 189 362 

აშშ დოლარში გადარიცხვებისთვის:

FEDERAL RESERVE BANK OF NEW YORK, USA           

SWIFT CODE: FRNYUS33

მიმღები აგენტი:

ACC.NO: 0D 

BANK FOR INTERNATIONAL SETTLEMENTS (BIS), BASLE (USD)

SWIFT CODE: BISBCHBB

ბენეფიციარი ბანკი:  საქართველოს ეროვნული ბანკი, თბილისი

SWIFT CODE: BNLNGE22

ბენეფიციარი: საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი

IBAN: GE65NB0331100001150207  

გადარიცხვის დანიშნულება: სატენდერო მოსაკრებელი საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის.

მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტებს საკუთარი ხარჯით კურიერული ფოსტით გაეგზავნებათ დოკუმენტაცია.

7. სატენდერო წინადადებები მოწოდებული უნდა იქნეს ქვემოთ მითითებულ მისამართზე არაუგვიანეს 2014 წლის 8 სექტემბრის 17:00 საათისა ადგილობრივი დროით. წინადადებები ელექტონული ფორმატით არ მიიღება. დაგვიანებით შემოსული სატენდერო წინადადებები არ დაიშვება.  წინადადებები გაიხსნება  პრეტენდენტების იმ წარმომადგენლების თანდასწრებით, რომლებიც გადაწყვეტენ პირადად დაესწრონ ტენდერს 2014 წლის 8 სექტემბერს 17:00 საათზე ადგილობრივი დროით. 

8. ყველა სატენდერო წინადადებას თან უნდა ახლდეს სატენდერო წინადადებების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, კერძოდ:

ლოტი 1:  1,500 (ათას ხუთასი) აშშ დოლარის ან კონვერტირებად ვალუტაში მისი ექვივალენტის ოდენობით.

ლოტი 2:  1,200 (ათას ორასი) აშშ დოლარის ან კონვერტირებად ვალუტაში მისი ექვივალენტის ოდენობით. 

ორივე ლოტზე სატენდერო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, მოწოდებული უნდა იქნეს ერთი სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ჯამურ თანხაზე, როგორც ეს მოთხოვნილია ზემოთ. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ძალაში უნდა იყოს სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის (90 დღე) გასვლის დღიდან 28 დღის განმავლობაში (ე.ი. 90 დღე+28 დღე=118 დღე).

9. ზემოთ ნახსენები მისამართებია:

საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტური სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ალ. ყაზბეგის გამზირი #12, 0160 თბილისი, საქართველო

შესყიდვების სამმართველო IV სართული

ბ-ნი ვახტანგ რაზმაძე, საერთაშორისო პროექტების სამმმართველოს უფროსი

ტელ: + (995 322) 37-05-08 dam. 218

ფაქსი: + (995 322) 31-30-34

ელ. ფორტა: info@georoad.ge

ვებ–გვერდი: www.georoad.ge   

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: