ტენდერები

მოთხოვნა ინტერესის გამოსახატავად

საქართველო 

კახეთის რეგიონული გზების გაუმჯობესების პროექტი (KRRIP) 

პროექტიNo.:  P117152 

დავალების სახელწოდება: კახეთის რეგიონული გზების გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში კახეთის რეგიონში მოძრაობის უსაფრთხოების საჭიროებისა და შემეცნების კამპანია 

კონტრაქტი/ RFP No:  KRRIP/CS/CQS-04

საიდენტიფიკაციო No:  KRRIP PP, პუნქტი #16

საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო დაფინანსება კახეთის რეგიონული   გზების გაუმჯობესების პროექტისთვის. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში შესასყიდი საქონლის, სამუშაოების, საჭირო მომსახურებისა და საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მოხდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტმობილო გზების დეპარტამენტი იწვევს არასამთავრობო ორგანიზაციებს ინტერესის გამოსახატად შემდეგი საკონსულტაციო მომსახურების გასაწევად: კახეთის რეგიონში მოძრაობის უსაფრთხოების საჭიროებისა და შემეცნების კამპანია.

დაინტერესებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა (კონსულტანტებმა) უნდა წარმოადგინონ აღნიშნული მომსახურების გასაწევად საჭირო გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია. შერჩევის საკვალიფიკაციო კრიტერიუმებია:

  • მსგავსი გამოცდილება ბოლო 5 წლის განმავლობაში;
  • ზოგადი გამოცდილება საგზაო უსაფრთხოების აქტივობებში;
  • საქართველოში, საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე, ფოკუს ჯგუფებთან შეხვედრების და/ან საჯარო კონსულტაციების ჩატარების გამოცდილება;
  • საქართველოში საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ჩატარების და ამისთვის მედიის (მაგ. ტელევიზია, რადიო, ინტერნეტი, გაზეთები, ბილბორდები) გამოყენების დიდი  გამოცდილება;
  • საქართველოში საგზაო უსაფრთხოების შესახებ ახალგაზრდებისა და ბავშვებისთვის საგანმანათლებლო კამპანიების ჩატარების დიდი გამოცდილება;
  • უნდა იყოს რეგისტრირებული და მუშაობდეს როგორც ადგილობრივი არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია;
  • უნდა ქონდეს ოფისი, ჰყავდეს თანამშრომლები და აღმასრულებელი კომიტეტი და აღმასრულებელი დირექტორი ადგილობრივი რეზიდენტი;

            დაინტერესებულმა კონსულტანტებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ მსოფლიო ბანკის ინსტრუქციების – მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება [რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში]” (2011 წლის იანვრის გამოცემა, “კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპები”) – 1.9 პარაგრაფზე, სადაც განსაზღვრულია მსოფლიო ბანკის პოლიტიკა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. ამასთანავე, გთხოვთ გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული სპეციფიკური ინფორმაცია, რომელიც ეხება  აღნიშნულ დავალებასთან დაკავშირებულ ინტერესთა კონფლიქტს: კონსულტანტი დავალებასთან მიმართებაში ანაზღაურებას მიიღებს მხოლოდ კონტრაქტში მითითებული პირობების შესაბამისად. დაუშვებელია კონსულტანტისა და მისი ფილიალების მონაწილეობა ისეთ საკონსულტაციო ან სხვა ღონისძიებებში, რომლებიც კონტრაქტის თანახმად დამკვეთთან ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობს. კონტრაქტი უნდა მოიცავდეს პირობებს, რომლითაც იზღუდება მომავალში კონსულტანტის მონაწილეობა სხვა მომსახურებებში, რომელიც გამომდინარეობს ან პირდაპირ კავშირშია ფირმის საკონსულტაციო მომსახურეობებთან ინსტრუქციების 1.9 და 1.10 პარაგრაფებით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად.

კონსულტანტებს შეუძლიათ გაერთიანდნენ კვალიფიკაციის გაუმჯობესების მიზნით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიო ბანკისთვის მისაღები გაერთიანების ფორმაა ან ქვე-კონსულტანტი ან ერთობლივი საწარმო. წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ნათლად უნდა იყოს მითითებული ასოციაციის სახე. ქვე-კონსულტანტების გამოცდილება არ იქნება გათვალისწინებული კომპანიის კორპორატიული გამოცდილების შეფასების დროს. დავალების შესაბამისი პროექტების განხორციელების გამოცდილება წარმოდგენილ უნდა იქნას #1 ფორმის სახით, რომელიც განთავსებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ- გვერდზე www.georoad.ge  შემდეგ ბმულზე: http://www.georoad.ge/?lang=geo&act=tenders&func=menu&uid=1391090819

კონსულტანტების მიერ წარმოდგენილი ინტერესის გამოხატვა არ უნდა აღემატებოდეს 30 გვერდს. დანართის სახით შესაძლებელია კომპანიის ბროშურის წარმოდგენა, რაზეც გვერდების რაოდენობის შეზღუდვა არ ვრცელდება.კონსულტანტის შერჩევა მოხდება “კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპებში” მოცემული კონსულტანტების კვალიფიკაციის მიხედვით შერჩევის მეთოდის თანახმად.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ქვემოთ მითითებულ მისამართზე სამუშაო საათებში 09:00-დან 17:00 საათამდე.

ინტერესის გამოხატვა წერილობითი სახით წარმოდგენილ უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე (პირადად, ფოსტის, ფაქსის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით) არაუგვიანეს 2014 წლის 31 ივლისის, 17:00 საათისა.

საკონტაქტო პირი: ვახტანგ რაზმაძე

თანამდებობა: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტმობილო გზების დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტების სამმართველოს უფროსი

მისამართი: ალ.ყაზბეგის გამზირი #12, თბილისი, 0160, საქართველო

ტელ: +995-322-37-05-08 დამ. 218

ფაქსი: +995-322-31-30-34

ელ. ფოსტა: info@georoad.ge     

ვებ-გვერდი: www.georoad.ge

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: