ტენდერები

საქართველო

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტი

კრედიტის/სესხის # IDA5245-GE; IBRD 8263-GE

პროექტის # P130413

დავალების სახელწოდება: საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება 2014-2019 წლებისთვის

კონტრაქტი/ RFP # EWHIP-4/CS/ICS-01

საიდენტიფიკაციო # EWHIP-4/CS/ICS-01

საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო დაფინანსება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტისთვის. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში შესასყიდი საქონლის, სამუშაოების, საჭირო მომსახურებისა და საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მოხდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ ინდივიდუალურ კონსულტანტებს ინტერესის გამოსახატად შემდეგი მომსახურების გასაწევად: “საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება 2014-2019 წლებისთვის”.

აღნიშნული დავალების მიზნების მისაღწევად, კონსულტანტმა უნდა განახორციელოს შემდეგი:

(i)     რაოდენობრივად განსაზღვროს საქართველოში არსებული საგზაო უსაფრთხოების პრობლემების მოცულობა და ტიპი;

(ii)    გამოავლინოს ნაკლოვანებები (საგზაო უსაფრთხოების კუთხით) თითოეულ სექტორში: საგზაო უსაფრთხოების დაგეგმვა, ინფორმირება, პროექტირება, გზებით მოსარგებლეთა სწავლება, გაძლიერება, კოორდინაცია და ფინანსური რესურსები; 

(iii)    განსაზღვროს საქართველოში საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის საჭირო ღონისძიებები სრულყოფილი, პრიორიტეტული ხუთწლიანი საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებით, რომელიც მომზადდება საგზაო უსაფრთხოების მუშა ჯგუფთან მჭიდრო თანამშრომლობით.

საკონსულტაციო მომსახურების სავარაუდო ხანგრძლივობაა 4 თვე.

კონსულტანტი უნდა იყოს მინიმუმ 15 წლიანი პროფესიული გამოცდილების მქონე მოძრაობის უსაფრთხოების საერთაშორისო ექსპერტი, რომელსაც ექნება საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების მომზადების და აღნიშნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების წარმატებით განსახორციელებლად ბიუჯეტისა და ახალი პოლიტიკის შემუშავების დადასტურებული ანალოგიური გამოცდილება.

შენიშვნა: საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს წარმოდგენილი საბუთები და მოპოვებული ინფორმაცია გამოიყენოს შეფასების მიზნებისთვის.

დაინტერესებულმა კონსულტანტებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ მსოფლიო ბანკის ინსტრუქციების – “მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება [რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში]” (2011 წლის იანვრის გამოცემა, “კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპები“) – 1.9 პარაგრაფზე, სადაც განსაზღვრულია მსოფლიო ბანკის პოლიტიკა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. ამასთანავე, გთხოვთ გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული სპეციფიკური ინფორმაცია, რომელიც ეხება აღნიშნულ დავალებასთან დაკავშირებულ ინტერესთა კონფლიქტს: კონსულტანტი დავალებასთან მიმართებაში ანაზღაურებას მიიღებს მხოლოდ კონტრაქტში მითითებული პირობების შესაბამისად. დაუშვებელია კონსულტანტისა და მისი ფილიალების მონაწილეობა ისეთ საკონსულტაციო ან სხვა ღონისძიებებში, რომლებიც კონტრაქტის თანახმად დამკვეთთან ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობს. კონტრაქტი უნდა მოიცავდეს პირობებს, რომლითაც იზღუდება მომავალში კონსულტანტის მონაწილეობა სხვა მოსახურებებში, რომელიც გამომდინარეობს ან პირდაპირ კავშირშია ფირმის საკონსულტაციო მომსახურეობებთან ინსტრუქციების 1.9 და 1.10 პარაგრაფებით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად.

კონსულტანტის შერჩევა მოხდება მსოფლიო ბანკის ინსტრუქციებში – `მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება [რეკონსტრუცქიისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში]” (2011 წლის იანვრის გამოცემა, ~კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპები”) მოცემული კონსულტანტის კვალიფიკაციაზე დაფუძნებული შერჩევის მეთოდის თანახმად.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ქვემოთ მითითებულ მისამართზე სამუშაო საათებში 10:00-დან 18:00 საათამდე.

ინტერესის გამოხატვის და მასზე თანდართული შრომითი ბიოგრაფიებისა და სხვა შესაბამისი ინფორმაციის ელექტრონული ან ბეჭდური ვერსია წარმოდგენილ უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე არაუგვიანეს 2014 წლის 13 ივნისის 15:00 საათისა.

სახელი: ვახტანგ რაზმაძე

თანამდებობა: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტმობილო გზების დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტების სამმართველოს უფროსი

მისამართი: ალ.ყაზბეგის გამზირი #12, თბილისი, 0160, საქართველო

ტელ: +995 322 37-05-08 დამ. 348

ფაქსი: +995 322 31-30-34

ელ. ფოსტა: info@georoad.ge     

ვებ-გვერდი: www.georoad.ge

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: