ტენდერები

სატენდერო მოწვევა  

საქართველო
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

მეორე შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების პროექტი (SLRP II) (P122204)

სატენდერო მოწვევა #SLRP II/CW/ICB-09


კახეთის რეგიონში არსებული გზების რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა შედეგსა და შესრულებაზე დაფუძნებული კონტრაქტების (OPRC) ფარგლებში


1.  საქართველოს მთავრობამ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიიღო მსოფლიო ბანკის დაფინანსება მეორე შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების პროექტისთვის. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება კონტრაქტის - კახეთის რეგიონში არსებული გზების რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა შედეგსა და შესრულებაზე დაფუძნებული კონტრაქტების ფარგლებში სამუშაოების ასანაზღაურებლად.

2. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გეგმავს, რომ განახორციელოს საცდელი შედეგსა და შესრულებაზე დაფუძნებული საგზაო კონტრაქტები (OPRC), რათა ამ მეთოდის გამოყენებით უზრუნველყოფილ იქნას მდგრადი და ხარჯთ-ეფექტური საგზაო აქტივების მართვა და ამავდროულად დაკმაყოფილდეს გზებით მოსარგებლეთა საჭიროებები. საცდელი პროექტი მოიცავს დაახლოებით 225 კმ. სიგრძის საგზაო ქსელს, რომელშიც ერთი პაკეტშია გაერთიანებული როგორც საფარიანი გზები, ისე გზები საფარის გარეშე. კონტრაქტის განხორციელების პერიოდია 60 თვე.

3. სამუშოების შესყიდვა ჩატარდება საერთაშორისო ტენდერის (ICB) პროცედურებით, რომლებიც აღწერილია მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელოში - “მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ საქონლის, სამუშოებისა და არასაკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების პირობებით (2011 წლის იანვარი)” და სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად ღიაა მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერი პრეტენდენტისთვის.

4. დაინტერესებული, ტენდერში მონაწილეობის უფლების მქონე პრეტენდენტები დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და სატენდერო დოკუმენტების გასაცნობად უნდა დაუკავშირდნენ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიs თავმჯდომარის მოადგილეს ბ-ნ ირაკლი ლითანიშვილს ქვემოთ მითითებულ მისამართზე 10-დან 17 საათამდე.

5. პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს, რათა გაიაროს საკვალიფიკაციო შერჩევა კონტრაქტის მისანიჭებლად:

ა. უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში მინიმალური საშუალო წლიური სამშენებლო ბრუნვა 10,000,000 (ათი მილიონი) აშშ. დოლარის ოდენობით;

ბ. ძირითადი კონტრაქტორის სახით მონაწილეობის მიღება ერთ კონტრაქტში ღირებულებით არანაკლებ 10,000,000 (ათი მილიონი) აშშ. დოლარი ან ორ (2) კონტრაქტში, ღირებულებით არანაკლებ 5,000,000 (ხუთი მილიონი) აშშ. დოლარი, რომლებიც წარმატებით განხორციელდა და ძირითადად დასრულებულია და წინამდებარე სატენდერო მოწვევით გათვალისწინებული სამუშოების ანალოგიურია.

გ. მინიმალური გამოცდილება შემდეგი მიმართულებით:

-    მენეჯმენტი;

-    საფარის პროექტირება;

-    გზების მშენებლობა - ასფალტ-ბეტონის წარმოება >7500 ტონა/თვეში;

-    საფუძვლისა და საფუძვლის ქვედა ფენის მოწყობა > 20000 კუბური მეტრი/თვეში;

-    გზების მოვლა-შენახვa;

-    ხარისხის კონტროლი.

დ. სატენდერო წინადადების წარდგენამდე ბოლო ექვსი (6) წლის განმავლობაში ტენდერში მონაწილეს/შემოთავაზებული ერთობლივი საწარმოს პარტნიორს/ქვე-კონსულტანტს განხორციელებული უნდა ჰქონდეს გზების რეაბილიტაციის და/ან მშენებლობის პროექტირების მინიმუმ ორი (2) პროექტი თითოეული ღირებულებით არანაკლებ 5,000,000 (ხუთი მილიონი) აშშ. დოლარი.

ე. ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში  და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;

ვ. ლიკვიდური აქტივები და/ან საკრედიტო საშუალებები, გარდა სხვა სახელშეკრულებო ვალდებულებებისა და ნებისმიერი სახის წინასწარი გადახდების გამოკლებით, რომელსაც შესაძლოა კონტრაქტი ითვალისწინებდეს, უნდა შეადგენდეს მინიმუმ 2,500,000 (ორი მილიონ ხუთასი ათასი) აშშ. დოლარს.

6. დაინტერესებულ პრეტენდენტებს სატენდერო დოკუმენტაციის მთლიანი პაკეტის ინგლისურ  ენაზე შეძენა შეუძლიათ ქვემოთ მითითებულ მისამართზე წერილობითი მიმართვის და არაანაზღაურებადი 200 ლარის ან მისი ექვივალენტის აშშ. დოლარში გადახდის შემდეგ. გადახდის ფორმაა პირდაპირი გადარიცხვა ქვემოთ მითითებულ  ანგარიშზე:

ეროვნულ ვალუტაში გადახდისთვის:

მიმღები: ხაზინის ანგარიში

ხაზინის ანგარიშის #200 122 900
მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE22
ბანკის ძველი კოდი (220 101 222)
საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: 302 007 800

სავალუტე ანგარიშის #001 189 362

აშშ. დოლარში გადახდისთვის:

შუამავალი:

FEDERAL RESERVE BANK OF NEW YORK, USA            

SWIFT CODE: FRNYUS33

მიმღები აგენტი:

ACC.NO: 0D  

BANK FOR INTERNATIONAL SETTLEMENTS (BIS), BASLE (USD)

SWIFT CODE: BISBCHBB

ბენეფიციარი ბანკი:  საქართველოს ეროვნული ბანკი, თბილისი

SWIFT CODE: BNLNGE22

ბენეფიციარი  (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი)

IBAN: GE65NB0331100001150207   

გადასახადის დანიშნულება: სატენდერო მოსაკრებელი საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის (მითითებული იქნას ს/გზის მონაკვეთის დასახელება).

მოთხოვნის შემთხვევაში, პრეტენდენტებს საკუთარი ხარჯებით კურიერული ფოსტით გაეგზავნებათ დოკუმენტაცია.

7. სატენდერო წინადადებები მოწოდებული უნდა იქნეს ქვემოთ მითითებულ მისამართზე არაუგვიანეს 2014 წლის 29 ივლისის 17:00 საათისა ადგილობრივი დროით. წინადადებები ელექტრონული ფორმით არ მიიღება. დაგვიანებით შემოსული სატენდერო წინადადებები არ დაიშვება.  წინადადებები გაიხსნება  პრეტენტენტების იმ წარმომადგენლების თანდასწრებით, რომლებიც გადაწყვეტენ პირადად დაესწრონ ტენდერს 2014 წლის 29 ივლისის 17:00 სთ-ზე ადგილობრივი დროით.

8. ყველა სატენდერო წინადადებას თან უნდა ახლდეს სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია 500,000 (ხუთასი ათასი) ლარის ან თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში მისი ექვივალენტის ოდენობით. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ძლაში უნდა იყოს სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის (180 დღე) გასვლის დღიდან 28 დღის განმავლობაში.

9. დამკვეთის მისამართი, სადაც წარმოდგენილ უნდა იქნას სატენდერო წინადადებები:

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება -  საქართველოს  საავტომობილო გზების დეპარტამენტი

შესყიდვების სამმართველო, IV სართული

ალ. ყაზბეგის გამზირი #12, 0160 თბილისი, საქართველო

ტელ: + 995 322 37-05-08  დამ. 305

ფაქსი: + 995 322 31-30-34

ელ. ფოსტა: info@georoad.ge

ვებ-გვერდის მისამართი: www.georoad.ge  

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: