ტენდერები

საქართველო 

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტი 

კრედიტის/სესხის # IDA5245-GE; IBRD 8263-GE

პროექტის N P130413

დავალების სახელწოდება: E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის ნატახტარი–რუისის მონაკვეთზე გარემოს გაუმჯობესების ღონისძიებებისთვის ტექნიკურ–ეკონომიკური დასაბუთების, პროექტის, სატენდერო დოკუმენტაციისა და გარემოს დაცვის მართვის გეგმის (EMP) მომზადება.

კონტრაქტი/ RFP # EWHIP-4/CS/CQS-01

საიდენტიფიკაციო # EWHIP-4/CS/CQS-01

საქართველომ მსოფლიო ბანკს მიმართა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის დასაფინანსებლად. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში საკონსულტაციო მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტმობილო გზების დეპარტამენტი აღნიშნული მომსახურების გასაწევად ინტერესის გამოხატვისთვის იწვევს უფლებამოსილ საკონსულტაციო კომპანიებს (კონსულტანტებს) შემდეგი საკონსულტაციო მომსახურების (”მომსახურება”) გასაწევად E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის ნატახტარი–რუისის მონაკვეთზე გარემოს გაუმჯობესების ღონისძიებებისთვის ტექნიკურ–ეკონომიკური დასაბუთების, პროექტის, სატენდერო დოკუმენტაციისა და გარემოს დაცვის მართვის გეგმის (EMP) მომზადება.

საკონსულტაციო მომსახურების სავარაუდო ხარნგრძლივობაა 4 თვე.

დაინტერესებულმა კონსულტანტებმა უნდა წარმოადგინონ მომსახურების გასაწევად საჭირო გამოცდილებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ინფორმაცია. ინტერესთა გამოხატვის წერილს თან უნდა დაერთოს შემდეგი: კონსულტანტის კორპორატიული პროფაილი და შესაბამისი გამოცდილება დავალებასთან მიმართებაში. ასევე, წარმოდგენილ უნდა იქნეს იმ თანამშრომელთა მოკლე შრომითი ბიოგრაფიები (CV), რომლებიც შემოთავაზებულია დავალების შესასრულებლად და გააჩნიათ შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება.

დაინტერესებულმა კონსულტანტებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ მსოფლიო ბანკის ინსტრუქციების – `მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება [რეკონსტრუცქიისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში]” (2011 წლის იანვრის გამოცემა, ~კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპები”) – 1.9 პარაგრაფზე, სადაც განსაზღვრულია მსოფლიო ბანკის პოლიტიკა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. ამასთანავე, გთხოვთ გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული სპეციფიკური ინფორმაცია, რომელიც ეხება  აღნიშნულ დავალებასთან დაკავშირებულ ინტერესთა კონფლიქტს: კონსულტანტი დავალებასთან მიმართებაში ანაზღაურებას მიიღებს მხოლოდ კონტრაქტში მითითებული პირობების შესაბამისად. დაუშვებელია კონსულტანტისა და მისი ფილიალების მონაწილეობა ისეთ საკონსულტაციო ან სხვა ღონისძიებებში, რომლებიც კონტრაქტის თანახმად დამკვეთთან ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობს. კონტრაქტი უნდა მოიცავდეს პირობებს, რომლითაც იზღუდება მომავალში კონსულტანტის მონაწილეობა სხვა მომსახურებებში, რომელიც გამომდინარეობს ან პირდაპირ კავშირშია ფირმის საკონსულტაციო მომსახურეობებთან ინსტრუქციების 1.9 და 1.10 პარაგრაფებით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად.

კონსულტანტებს შეუძლიათ გაერთაინდნენ კვალიფიკაციის გაუმჯობესების მიზნით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიო ბანკისთვის მისაღები გაერთიანების ფორმაა ან ქვე-კონსულტანტი ან ერთობლივი საწარმო. წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ნათლად უნდა იყოს მითითებული ასოციაციის სახე. ქვე-კონსულტანტების გამოცდილება არ იქნება გათვალისწინებული კომპანიის კორპორატიული გამოცდილების შეფასების დროს. დავალების შესაბამისი პროექტების განხორციელების გამოცდილება წარმოდგენილ უნდა იქნას N 1 ფორმის სახით, რომელიც განთავსებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე www.georoad.ge  შემდეგ ბმულზე:

http://www.georoad.ge/?lang=geo&act=tenders&func=menu&uid=1391090819

კონსულტანტების მიერ წარმოდგენილი ინტერესის გამოხატვა არ უნდა აღემატებოდეს 20 გვერდს. დანართის სახით შესაძლებელია კომპანიის ბროშურის წარმოდგენა, რაზეც გვერდების რაოდენობის შეზღუდვა არ ვრცელდება.

კონსულტანტის შერჩევა მოხდება კონსულტანტის კვალიფიკაციაზე დაყრდნობით შეჩევის მეთოდით მსოფლიო ბანკის ინსტრუქციებით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად: მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება, 2011 წლის იანვარი. წარმოდგენილი ინტერესთა გამოხატვების საფუძველზე, შედგენილი იქნება მოკლე სია და ყველაზე მაღალი შეფასების მქონე კონსულტანტს ეთხოვება ტექნიკური და ფინანსური წინადადების წარმოდგენა.

კონსულტანტის შერჩევის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

დაინტერესებულ კონსულტანტებს უნდა გააჩნდეს გზების პროექტირების გამოცდილება სატენდერო დოკუმენტაციის მომზადების და გარემოს და სოციალური მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ქვემოთ მითითებულ მისამართზე სამუშაო საათებში 10:00-დან 18:00 საათამდე.

ინტერესის გამოხატვა წერილობითი სახით წარმოდგენილ უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე (პირადად, ფოსტის, ფაქსის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით) არა უგვიანეს 2014 წლის 24 აპრილის 12:00 საათისა.

სახელი: ვახტანგ რაზმაძე

პოზიცია: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტების დეპარტამენტის უფროსი.

მისამართი: საქართველო, თბილისი, 0160, ალ. ყაზბეგის გამზირი #12

ტელ:   +995 322 37-05-08, დამ.218

ფაქსი:  +995 322 31-30-34

ელექტრონული ფოსტა: info@georoad.ge

ვებ-გვერდი: www.georoad.ge

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: