ტენდერები
ინდივიდუალური კონსულტანტის შერჩევა გარემოზე ზემოქმედების შეფასების მომზადებისთვის   გურჯაანი - ბაკურციხის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის

აქართველომ მიიღო სესხი რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკისგან (IBRD) კახეთის რეგიონული გზების გაუმჯობესების პროექტისთვის (სესხი #7802-GE) და გეგმავს ინდივიდუალური კონსულტანტის დაქირავებას საკონსულტაციო მომსახურებისათვის - გარემოზე ზემოქმედების შეფასების მომზადება გურაჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს ინდივიდუალურ კონსულტანტებს ზემოთ მოცემული მომსახურების შესასრულებლად. დაინტერესებულმა კონსულტანტებმა უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია რომელიც დაადასტურებს მათ კვალიფიკაციას მოცემული მომსახურების შესასრულებლად (შესრულებული ანალოგიური პროექტების აღწერა, გამოცდილება გზის მონაკვეთებისთვის გარემოზე ზემოქმედების შეფასების მომზადებში და ა.შ.)

ინდივიდუალური კონსულტანტის შერჩევა მოხდება  მსოფლიო ბანკის ინსტრუქციების (2004 წლის გამოცემა, განახლებული 2011 წლის იანვარში) V ნაწილით -“ინდივიდუალური კონსულტანტების შერჩევა - მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება” - განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად.

აღნიშნული საკონსულტაციო მომსახურების გრაფიკი – კონტრაქტის დაწყება: მარტი, 2014 – კონტრაქტის დასრულება: მაისი, 2014. 

ინტერესის გამოხატვა, CV-სთან და შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად უნდა გამოაგზავნოთ ფაქსით, ელექტრონული ფოსტით ან მოიტანოთ ქვემოთ მითითებულ მისამართზე არაუგვიანეს 2014 წლის 14 მარტის 17:00 საათისა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

ქ. თბილისი, 0160, ალ. ყაზბეგის 12, IV სართული,

საერთაშორისო პროექტების სამმართველო

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ: +995 32 37-05-08 შიდა. 348

ფაქსი: +995 32 31-30-34

ელ-ფოსტა; info@georoad.ge

 

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: