ტენდერები

სატენდერო მოწვევა 

საქართველო 

კახეთის რეგიონალური გზების გაუმჯობესების პროექტი (KRRIP) (P117152) სატენდერო მოწვევა # KRRIP/CW/NCB-02


კახეთის რეგიონში მცირე მასშტაბის საგზაო უსაფრთხოების გასაუმჯობესებელი ღონისძიებები (II ეტაპი)

1.      საქარველომ მიიღო მსოფლიო ბანკის დაფინანსება კახეთის რეგიონალური გზების გაუმჯობესების პროექტისთვის (KRRIP). აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ახმეტა-თელავი-ბაკურციხის შიდასახელმწიფოებრივი გზის გურჯაანი-ბაკურციხის  კმ65 – კმ73 მონაკვეთზე მცირე მასშტაბის საგზაო უსაფრთხოების სამუშაოების განსახორცილებლად.

2.     პროექტის განმახორციელებელი უწყება, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ პრეტენდენტებს, რათა დალუქული კონვერტებით წარმოადგინონ სატენდერო წინადადები ზემოთხსენებული სამუშაოების შესასრულებლად. სამშენებლო სამუშაოების განხორციელების პერიოდია 8 თვე.

3.     სამუშაოების შესყიდვა ჩატარდება ეროვნული ტენდერის (NCB) პროცედურებით, რომლებიც აღწერილია მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელოში - “მსოფილიო ბანკის სესხის ამღების მიერ საქონლის, სამუშაოებისა და არასაკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების პირობებით (2011 წლის იანვარი)” და სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად ღიაა მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერი პრეტენდენტისთვის.

 

4. დაინტერესებული, ტენდერში მონაწილეობის უფლების მქონე პრეტენდენტი დამატებით ინფორმაციის მისაღებად და სატენდერო დოკუმენტების გასაცნობად უნდა დაუკავშირდნენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ბ-ნ ირაკლი ლითანიშვილს ქვემოთ მოცემულ მისამართზე 10-დან 17 საათამდე.

5. პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს, რათა გაიაროს საკვალიფიკაციო შერჩევა კონტრაქტის მისანიჭებლად;

ა. უკანასკნელი 3 (სამი) წლის განმავლობაში  საშუალო წლიური სამშენებლო ბრუნვა მინიმუმ 3,300,000 (სამი მილიონ სამასი ათასი) ლარის ან მისი ექვივალენტის ოდენობით;

ბ. უკანასკნელი  ხუთი  (5) წლის განმავლობაში კონტრაქტორის, ძირითადი კონტრაქტორის ან ქვე-კონტრაქტორის სახით მონაწილეობის მიღება მინიმუმ ერთ (1) კონტრაქტში ღირებულებით არანაკლებ 1,800,000 (მილიონ რვაასი ათასი) ლარისა ან მისი ექვივალენტის ოდენობით, რომელიც წარმატებით დასრულდა და არის შემოთავაზებული სამუშაოების ანალოგიური ხასიათის;

გ. მინიმუმ 1 (ერთი)  კონტრაქტი ბოლო 3 (სამი) წლის განმავლობაში გზების მშენებლობა/რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციისთვის, რომელიც მოიცავდა საგზაო უსაფრთხოების ღონისძიებების (საგზაო ნიშნების, ბარიერების და ა.შ. მოწყობა) განხორციელებას.

დ. ცნობა, რომ პრეტენედენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ  მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;

ე. პრეტენდენტის მხრიდან წარმოდგენლ უნდა იქნას ლიკვიდური აქტივების და/ან საკრედიტო საშუალებების, სხვა საკონტრაქტო ვალდებულების და საავანსო თანხების გამოკლებით, ხელმისაწვდომობის დასტური მინიმუმ 600,000 (ექვსასი ათასი) ლარის ან მისი ექვივალენტის ოდენობით.

ვ. დამატებითი საკვალიფიკაციო კრიტერიუმები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში; ნაწილი III – შეფასებისა და საკვალიფიკაციო კრიტერიუმები, პარაგრაფი 1.6.

6. დაინტერესებულ პრეტენდენტებს სატენდერო დოკუმენტების მთლიანი პაკეტის ინგლისურ ენაზე შეძენა შეუძლიათ ქვემოთ მითითებულ მისამართზე წერილობითი მიმართვის და არაანაზღაურებადი 200 ლარის გადახდის შემდეგ. გადახდის ფორმა პირდაპირი გადარიცვა ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე:

მიმღები: ხაზინის ანგარიში

ხაზინის ანგარიში #200 122 900

მიმღები ბანკი: სახემლწიფო ხაზინა

ბანკი კოდი: TRESGE22

ბანკის ძველი კოდი (220 101 222)

საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი: 302 007 800

ბენეფიციარი: საქარველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საავტომობილო გზების დეპარტამენტი

IBAN: GE65NB0331100001150207   

გადასახადის დანიშნულება: სატენდერო მოსაკრებელი საავტომობილო გზების  დეპარტამენტისთვის (მიუთითეთ ტენდერის ნომერი # KRRIP/CW/NCB-02 და დასახელება: კახეთის გზების უსაფრთხოების გაუმჯობესება, II ეტაპი)  

მოთხოვნის შემეთხვევაში, პრეტენდენტებს საკუთარი ხარჯებით კურიერული ფოსტით გაეგზავნებათ დოკუმენტაცია.

7. სატენდერო წინადადებები მოწოდებული უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე არაუგვიანეს 2014 წლის 10 მარტის 17:00 საათისა ადგილობრივი დროით. წინადადებები ელექტრონული ფორმატით არ მიიღება. დაგვიანებით შემოსული სატენდერო წინადადებები არ დაიშვება. წინადადებები გაიხსნება პრეტენდენტების იმ წარმომადგენლების თანდასწრებით, რომლებიც გადაწყვეტენ პირადად დაესწრნონ ტენდერს 2014 წლის 10 მარტის 17:00 სთ-ზე ადგილობრივი დროით.

8. ყველა სატენდერო წინადადებას თან უნდა ახლდეს სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის დეკლარაცია. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის დეკლარაცია ძალაში უნდა იყოს სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის გასვლის დღიდან 28 Dდღის განმავლობაში (ანუ 90 დღე +28 დღე =118 დღე). ერთობლივი საწარმოს მიერ სატენდერო წინადადების წარმოდგენის შემთხვევაში პრეტენდენტი ყურადღებით უნდა გაეცნოს პუნქტს ITB 19.8, რადგან ხსენებულ პუნქტთან შეუსაბამობა შესაძლოა სატენდერო წინადადების უარყოფის საფუძველი გახდეს.

9. დამკვეთის მისამართი, სადაც წარმოდგენილ უნდა იქნას სატენდერო წინადადებები:

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება -  საქართველოს  საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საერთაშორისო პროექტების სამმართველო, მე-4 სართული

ბ-ნი ირაკლი ლითანიშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე

ალ. ყაზბეგის გამზირი #12, 0160 თბილისი, საქართველო

ტელ: + (995 322) 37-05-08, დამ. 305

ფაქსი: + (995 322) 31-30-34

E-mail: info@georoad.ge

ვებ-გვერდი: www.georoad.ge

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: