ტენდერები

სატენდერო მოწვევა 

საქართველო 

შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მეორე პროექტი (SLRP II) (P122204) 

სატენდერო მოწვევა # SLRP II/CW/NCB-16


ჭიათურაპერევისასვერი - თვალუეთიგეზრულის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია (მშენელობა-პროექტირება)

1.      საქართველომ მიიღო  მსოფლიო ბანკის სესხი  შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი Mმნიშვნელობის გზების მეორე პროექტისათვის. აღნიშნული კრედიტის გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ჭიათურა – პერევისა – სვერი - თვალუეთი – გეზრულის საავტომობილო გზის რეაბილიტაციისათვის (მშენებლობა-პროექტირება).

2.     პროექტის განმახორციელებელი უწყება, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ პრეტენდენტებს, რათა  წინასწარი და მიწის სამუშოების განსახორციელებლად და საფარის, ხიდების, მიერთებების და კვანძების სარეაბილიტაციოდ დალუქული კონვერტებით წარმოადგინონ სატენდერო წინადადებები. სამშენებლო სამუშოების განხორციელების პერიოდია 16 თვე.

3.     შემოთავაზებული სამუშაოების სავარაუდო ღირებულება არის 4,243,352.40 ლარი, რომელიც მოიცავს ყველა სახის გადასახადებს, როგორც ეს დადგენილია ITB - 14.7. პუნქტით. თუმცა ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ სატენდერო წინადადების ფასი, რომელიც შეიძლება იყოს სავარაუდო ღირებულაზე ნაკლები ან მეტი. ბაზარზე არსებულმა ფასებმა და სხვა ფაქტორებმა შესაძლოა გავლენა მოახდინონ შემოთავაზებული სამუშაოების განფასებაზე.

4. სამუშოების შესყიდვა ჩატარდება ეროვნული ტენდერის (NCB) პროცედურებით, რომლებიც  აღწერილია მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელოში - “მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ საქონლის, სამუშოებისა და არასაკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხების და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების პირობებით  (2011 წლის იანვარი) და სახელმძღვანელო პრონციპების თანახმად ღიაა მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერი პრეტენდენტისთვის.

5. დაინტერესებული, ტენდერში მონაწილეობის უფლების მქონე პრეტენდენტები დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და სატენდერო დოკუმენტების გასაცნობად უნდა დაუკავშირდნენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ბ-ნ ირაკლი ლითანიშვილს ქვემოთ მითითებულ მისამართზე 10 საათიდან 17 საათამდე.

6. პრეტენდენტები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მინიმალურ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს, რათა გაიარონ საკვალიფიკაციო შერჩევა კონტრაქტის მისანიჭებლად:

ა. უკანასკნელი 3 (სამი) წლის განმავლობაში საშუალო წლიური სამშენებლო ბრუნვა მინიმუმ 5,000,000 (ხუთი მილიონი) ლარის ან მისი ექვივალენტის ოდენობით;

ბ. ძირითადი კონტრაქტორის სამშენებლო გამოცდილება უნდა მოიცავდეს უკანასკნელი 3 (სამი) წლის განმავლობაში მინიმუმ ერთ ობიექტზე ანალოგიური ხასიათისა და სირთულის სამუშაოებს (სამუშაოთა მინიმუმ 80% დასრულებული უნდა იყოს) ღირებულებით არა ნაკლებ 3,500,000 (სამი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით;

გ. – არანაკლებ 80,000 მ2 საფარის სარეაბილიტაციო/სამშენებლო სამუშოების შესრულება უკანასკნელი 5 (ხუთი) წლიდან რომელიმე ერთი წლის განმავლობაში;

დ. ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში  და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;

ე. პრეტენდენტის მხრიდან  წარმოდგენილ უნდა იქნას ლიკვიდური აქტივების და/ან საკრედიტო საშუალებების, სხვა საკონტრაქტო ვალდებულებების, გარდა ავანსისა, ხელმისაწვდომობის დასტური მინიმუმ 800,000 (რვაასი ათასი) ლარის ან მისი ექვივალენტის ოდენობით.

7. დაინტერესებულ პრეტენდენტებს სატენდერო დოკუმენტების მთლიანი პაკეტის ინგლისური ვერსიის  შეძენა  შეუძლიათ ქვემოთ მითითებულ მისამართზე წერილობითი მიმართვის და არაანაზღაურებადი 200 ლარის ან მისი ექვივალენტის აშშ. დოლარში  გადახდის შემდეგ. გადახდის ფორმაა პირდაპირი გადარიცხვა ქვემოთ მითითებულ  ანგარიშზე:

ეროვნულ ვალუტაში გადახდისთვის:

მიმღები: ხაზინის ანგარიში

ხაზინის ანგარიშის # 200 122 900

მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი: TRESGE22

ბანკის ძველი კოდი (220 101 222)

საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: 302 007 800

სავალუტე ანგარიშის # 001 189 362

აშშ. დოლარში გადახდისთვის:

FEDERAL RESERVE BANK OF NEW YORK, USA

SWIFT CODE: FRNYUS33

მიმღები აგენტი:

ACC.NO: 0D

BANK FOR INTERNATIONAL SETTLEMENTS (BIS), BASLE  (USD)

SWIFT CODE: BISBCHBB

ბენეფიციარი ბანკი:  საქართველოს ეროვნული ბანკი, თბილისი

SWIFT CODE: BNLNGE22

ბენეფიციარი  (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი)

IBAN: GE65NB0331100001150207

გადასახადის დანიშნულება: სატენდერო მოსაკრებელი საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის (მითითებული იქნას ს/გზის მონაკვეთის დასახელება).

მოთხოვნის შემთხვევაში, პრეტენდენტებს საკუთარი ხარჯებით კურიერული ფოსტით გაეგზავნებათ დოკუმენტაცია.

8.  სატენდერო წინადადებები მოწოდებული უნდა იქნეს ქვემოთ მითითებულ მისამართზე არაუგვიანეს 2014 წლის 10 მარტის 17:00 საათისა ადგილობრივი დროით. წინადადებები ელექტრონული ფორმატით არ მიიღება. დაგვიანებით შემოსული სატენდერო წინადადებები არ დაიშვება.  წინადადებები გაიხსნება  პრეტენდენტების იმ წარმომადგენლების თანდასწრებით, რომლებიც გადაწყვეტენ პირადად დაესწრონ წინადადებების გახსნას 2014 წლის 10 მარტის 17:00 სთ-ზე ადგილობრივი დროით.

9. ყველა სატენდერო წინადადებას თან უნდა ახლდეს სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია 80,000 ლარის ან კონვერტირებად ვალუტაში მისი ექვივალენტის ოდენობით. სატენდერო წინადადების  უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ძალაში უნდა იყოს სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის (90 დღე) გასვლის დღიდან 28 დღის განმავლობაში.

10. დამკვეთის მისამართი, სადაც წარმოდგენილ უნდა იქნას სატენდერო წინადადებები:

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება -  საქართველოს  საავტომობილო გზების დეპარტამენტი, IV სართული

ბ-ნი ირაკლი ლითანიშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე

ალ. ყაზბეგის გამზირი #12, 0160 თბილისი, საქართველო

ტელ: + (995 322) 37-05-08, დამ. 305

ფაქსი: + (995 322) 31-30-34

E-mail: info@georoad.ge

ვებ-გვერდი: www.georoad.ge

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: