პროექტები
ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზა

სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 16.6 კმ.

მიმდინარე პროექტი

აშენდება 2 ზოლიანი, ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზა

ხელოვნური ნაგებობები:

6 ხიდი

2 სატრანსპორტო კვანძი (გზაგამტარი)

მშენებელი კომპანია - „China Road and Bridge Corporation“

სამშენებლო სამუშაოების ღირებულება - 87.8 მილიონი ლარი

ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზა  კახეთის ერთ-ერთი ძირითადი გზის (თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის) ნაწილია, რომელიც მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და სატრანზიტო მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა.

ახალი გზა გვერდს აუვლის მჭიდროდ დასახლებულ წნორსა და 6 მიმდებარე სოფელს (ბაკურციხეს, კარდენახს, ანაგს, ვაქირს, მაშნაარს და საქობოს). შესაბამისად, ბაკურციხე-წნორის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს საჭიროების გარეშე აღარ მოუწევს წნორში და მიმდებარე სოფელში გავლა. ის სატრანსპორტო ნაკადები, რომელიც გადაადგილდებოდა წნორის ტერიტორიაზე გადაინაცვლებს წნორის შემოვლით გზაზე, რაც ეკოლოგიური და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი  იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

ახალი შემოვლითი გზა ალაზნის ველის მხარეს აშენდება და თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი-აზერბაიჯანის საზღვრის საერთაშორისო გზას არსებულ შიდასახელმწიფოებრივ გზასთან დააკავშირებს.

საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: