პროექტები
ინტერესთა გამოხატვა - ანაკლიის გზის განსახლების გეგმა

ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზის განსახლების სამოქმედო გეგმის მოსამზადებლად კომპანიის შერჩევა

საავტომობილო გზების დეპარატმენტი, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი 18 კმ-იანი საავტომობილო გზისა და რკინიგზის პროექტირებას ახორციელებს. საპროექტო კომპანია „სმექი“, პროექტის სამუშაო ვარიანტს 2 ოქტომბერს წარმოადგენს, რის შემდეგაც ტენდერი უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადდება. 

პორტთან დამაკავშირებელი საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისათვის საჭიროა მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმის მომზადება, რომლის შესადგენად საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კომპანიის შერჩევა დაიწყო. 

ინტერესის გამოხატვის ეტაპზე, საკვალიფიკაციო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად  პრეტენდენტს  01.01.2014 წლიდან აღნიშნული განცხადების გამოქვეყნების დღემდე პერიოდში, შემუშავებული უნდა ჰქონდეს მიწის შესყიდვისა და განსახლების მინიმუმ 2 სამოქმედო გეგმა (კერძო მესაკუთრეების/მოსარგებლეების არანაკლებ 400 მიწის ნაკვეთზე), რის დამადასტურებლადაც შემსყიდველს უნდა წარუდგინოს  დამკვეთის მიერ ზემოაღნიშნული სამოქმედო გეგმების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტი, ან/და დამკვეთის მიერ გაცემული, მომსახურების გაწევის დამადასტურებელი ნებისმიერი წერილობითი დოკუმენტი). 

დაინტერესებულმა პირებმა, განაცხადი და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ შემსყიდველი ორგანიზაციის ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@georoad.ge-ზე, არაუგვიანეს 2019 წლის 16 სექტემბრისა.

გამოცდილებასთან დაკავშირებული საკვალიფიკაციო მოთხოვნის საფუძველზე, მოხდება იმ მიმწოდებელთა შერჩევა, რომლებიც დააკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ მოთხონებს და შემდგომში, მხოლოდ შერჩეულ კომპანიებს წერილობით დაეგზავნებათ დეტალური ტექნიკური დავალება გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის მიზნით.

ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობის საორიენტაციო ღირებულება 330 მილიონი ლარია. გზა და რკინიგზა, როგორც სახელმწიფოს ვალდებულებაში ჰქონდა აღებული, პორტის ფუნქციონირებამდე აშენდება.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ:

ტელეფონი: (995 32) 2 313076

საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: