პროექტები
ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზა
ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კმ-იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, ძირითადად, უკვე არსებული გზის ფარგლებში განხორციელდება. სამუშაო მოიცავს: ასფალტის საფარის მოწყობას, ხიდების, გზის სადრენაჟე მილების, კიუვეტების რეაბილიტაცია–რეკონსტრუქციას, საყრდენი კედლების  მშენებლობას, გზის მონიშვნასა და უსაფრთხოების ბარიერების მოწყობას.
საავტომობილო გზის ეს მონაკვეთი ხარაგაულის მუნიციპალიტეტს E-60 ავტომაგისტრალთან აკავშირებს. პროექტი მიუყვება მდინარე ჩხერიმელას და ასევე ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის რკინიგზის ხაზს. ადგილობრივ მოსახლეობას ამ გზაზე გადაადგილების პრობლემა წლებია აწუხებს. გზის რეაბილიტაციის შედეგად,   ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 23 000-მდე და გზის მიმდებარედ განლაგებულ 13 სოფელში მცხოვრებ 7 000-მდე ადამიანს გადაადგილების პირობები გაუუმჯობესდება.
რეაბილიტაციას აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს. საზედამხედველო მომსახურების  ხელშეკრულების ღირებულება  3,207,700.20 აშშ დოლარი  და  5,770,524.50 ლარია, სამშენებლო სამუშაოების ვადა კი 2018-2021 წპროექტის აღწ

სამშენებლო მონაკვეთის ჯამური სიგრძე - 50 კმ.

პირველი ლოტი - დასრულებული პროექტი

მეორე ლოტი - მიმდინარე პროექტი

დაფინანსება:

ლოტი 1 - აზიის განვითარების ბანკი (ADB)

ლოტი 2 - სახელმწიფო ბიუჯეტი

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები:

ასფალტის საფარის მოწყობა, ხიდების, გზის სადრენაჟე მილების, კიუვეტების რეაბილიტაცია–რეკონსტრუქცია, საყრდენი კედლების მშენებლობა, გზის მონიშვნა და უსაფრთხოების ბარიერების მოწყობა.

პირველი ლოტის სამუშაოების ღირებულება - 51.4 მლნ. ლარი 

მეორე ლოტის სამუშაოების ღირებულება - 96.3 მლნ. ლარი

ძირულა - მოლითის მონაკვეთის კმ0 - კმ24 (ლოტი I)-ის კონტრაქტორი კომპანია - შპს "კომპანია ბლექ სი გრუპი"

მოლითი - ჩუმათელეთის მონაკვეთის კმ24 - კმ50 (ლოტი 2)-ის კონტრაქტორი კომპანია - შპს "New Road"

ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კმ-იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, ძირითადად, უკვე არსებული გზის ფარგლებში განხორციელდება. საავტომობილო გზის ეს მონაკვეთი ხარაგაულის მუნიციპალიტეტს E-60 ავტომაგისტრალთან აკავშირებს. პროექტი მიუყვება მდინარე ჩხერიმელას და ასევე ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის რკინიგზის ხაზს. ადგილობრივ მოსახლეობას ამ გზაზე გადაადგილების პრობლემა წლებია აწუხებს. გზის რეაბილიტაციის შედეგად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 23 000-მდე და გზის მიმდებარედ განლაგებულ 13 სოფელში მცხოვრებ 7 000-მდე ადამიანს გადაადგილების პირობები გაუუმჯობესდება.

საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: