პროექტები
ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი გზა

სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 15.5 კმ.

დასრულებული პროექტი

დონორი: მსოფლიო ბანკი (WB)

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ შეადგინა 38 000 000 ლარი

სამუშაოები შეასრულა ქართულმა კომპანია "ბლექ სი გრუპმა"

გურჯაანი-ბაკურციხის 15,5 კმ-იანი შემოვლითი გზა, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზას დააკავშირებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზასთან. ავტოტრანსპორტს საჭიროების გარეშე, აღარ მოუწევს გავლა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ქ. გურჯაანში და სოფლებში: ბაკურციხე, კოლაგი, ძირკოკი, ჭანდარი, ვეჯინი და ჩუმლაყი.
ამ დროისათვის მიმდინარეობს, მიწის საფუძვლის, ყრილის, ბეტონის მილ-ხიდების მოწყობის სამუშაოები. კმ4-კმ9 მონაკვეთზე მიმდინარეობს ხიდის სამშენებლო სამუშაოები, ასევე გზის საფუძვლის ქვედა ფენის მოწყობა და კოჭების დამზადება. ხორციელდება ასფალტ-ბეტონის მოწყობის სამუშაოები.
პროექტი გააუმჯობესებს თბილისთან დამაკავშირებელი ახმეტა-თელავი-ბაკურციხის ადგილობრივი გზის უსაფრთხოებას და ხარისხს. კახეთის რეგიონისათვის გზების  გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესი პროცესია, რადგან ამ რეგიონში საკმაოდ განვითარებულია სოფლის მეურნეობა და აქვს დიდი ტურისტული პოტენციალი.
პროექტი, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის (SLRPIII) ფარგლებში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 38 000 000 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო და  2018 წელს დასრულდება. ამ ეტაპზე დასაქმებულია 270 ადამიანი.
ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი გზის მშენებლობა  ქვეყნის განვითარების 4 პუნქტიანი გეგმის სივრცითი მოწყობის შემადგენელი ნაწილია. 
2017 წელს  კახეთის რეგიონში დაგეგმილი იყო 16.2კმ-ი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, საიდანაც რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა 9.6კმ საავტომობილო გზას. რეაბილიტირდა 2 სახიდე გადასასვლელი და აშენდება 3 ახალი  ხიდი.

გურჯაანი-ბაკურციხის 15,5 კმ-იანი შემოვლითი გზა, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზას აკავშირებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზასთან. ავტოტრანსპორტს საჭიროების გარეშე, აღარ უწევს გავლა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ქ. გურჯაანში და სოფლებში: ბაკურციხე, კოლაგი, ძირკოკი, ჭანდარი, ვეჯინი და ჩუმლაყი.

პროექტმა გააუმჯობესა თბილისთან დამაკავშირებელი ახმეტა-თელავი-ბაკურციხის ადგილობრივი გზის უსაფრთხოება და ხარისხი. კახეთის რეგიონისათვის გზების  გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესი პროცესია, რადგან ამ რეგიონში საკმაოდ განვითარებულია სოფლის მეურნეობა და აქვს დიდი ტურისტული პოტენციალი

პროექტი, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის (SLRPIII) ფარგლებში განხორციელდა.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
პროექტის მიმდინარეობა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: