პროექტები
ბათუმის შემოვლითი გზა
პროექტის აღწერა
ბათუმის შემოვლითი გზის 14 კილომეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა და წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის დეკემბერი.
 
პროექტის მიზანი და მნიშვნელობა
არსებული გზა გადის ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში, რაც პრობლემას უქმნის განსაკუთრებით საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტს, რომელსაც ვიწრო ქუჩებში  უწევს მოძრაობა. 
ბათუმი-ფოთის მონაკვეთზე საერთაშორის ტრანსპორტის დიდი რაოდენობა მოძრაობს, გზაზე გადატვირთული მოძრაობა და ცუდი საგზაო პირობები იწვევს საცობებს, სახიფათო სიტუაციებს. პრობლემის გადასაჭრელად უკვე აშენდა ქობულეთის შემოვლითი გზის პირველი მონაკვეთი და მიმდინარეობს მეორე მონაკვეთის მშენებლობა. აღნიშნულ მონაკვეთებს დაემატება ბათუმის შემოვლითი გზა, რაც სრულად გატვირთავს მოძრაობას საკურორტო ზონაში, გაიზრდება სატრანზიტო ტვირთბრუნვა.
E60-E70 ჩქაროსნული ავტომაგისტრალი უმოკლესი დამაკავშირებელი გზაა ევროპასა და აზერბაიჯანს, სომხეთს და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის შავი ზღვის პორტების საშუალებით ფოთსა და ბათუმში. მას აგრეთვე შეუძლია დააკავშიროს რუსეთი და თუქეთი. ფიზიკური მდებარეობა უზრუნველყოფს, რომ ის გახდეს ძირითადი სატრანსპორტო რგოლი შავ ზღვას, კასპიის ზღვასა და ცენტრალურ აზიას შორის. ვაჭრობა მეზობელ ქვეყნებთან, როგორც სატრანზიტო, ისე ორმხრივი, ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტს შეადგენს.
სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 14 კმ.
   
დასრულებული პროექტი
   
დონორი: აზიის განვითარების ბანკი (ADB); აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB)
   
ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში აშენდა - 2 ზოლიანი ასფალტის გზა
   
ხელოვნური ნაგებობები:
   
20 სახიდე გადასასვლელი
5 გვირაბი
   
ახალი შემოვლითი გზა გადის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს
   
არსებული გზა გადის ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში, რაც ართულებს საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტის მიმოსვლას. პროექტის განხორციელების შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა (ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად) სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, რაც ხელს უწყობს სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას.
   
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება - 329 630 734  ლარი
   
სამშენებლო სამუშაოები თურქულმა სამშენებლო კომპანიამ (ერთობლივმა საწარმომ) „POLAT YOL & MAPA“ -მ შეასრულა
ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
პროექტის მიმდინარეობა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: