პროექტები
ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის მონაკვეთი
პროექტის აღწერა: 
ზემო ოსიაურსა და ჩუმათელეთს შორის მაგისტრალის გაუმჯობესების დაგეგმილი სამუშაოები მოიცავს, ხაშურის გვერდის ავლით ოთხზოლიანი 8.3 კილომეტრიანი ავტომაგისტრალის მშენებლობას, 13 ხიდითა და 5 გვირაბით. ასევე რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელების, წყალგამტარი მილების და სადრენაჟე სისტემების მოწყობას.
პროექტის მიზანი და მნიშვნელობა:
ამ მონაკვეთის მშენებლობა ხელს შეუწყობს ჩქაროსნული  გზის გამტარუნარიანობის გაზრდას, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებას, სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას და მგზავრობის დროის შემცირებას.
საქართველოში მაგისტრალური გზების მოდერნიზების პროგრამის ძირითადი მიზანია E60  აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესება და გაზრდილი სატრანზიტო გადაზიდვებისათვის შესაბამისი საგზაო ინფრასტრუქტურის შექმნა. 
 
ამჟამად მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები.
სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 14 კმ.

დასრულებული პროექტი  ლოტი I (7,6 კმ) 
   
დონორი: ლოტი I (7,6 კმ)  ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) 
მიმდინარე პროექტი ლოტი  II (6,4  კმ)
ლოტი  II (6,4  კმ) მსოფლიო ბანკი (WB)
   
პროექტის ფარგლებში აშენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა
   
ხელოვნური ნაგებობები:
   
21 სახიდე გადასასვლელი
5 გვირაბი
რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები
წყალგამტარი მილები
სადრენაჟე სისტემები
   
ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის მონაკვეთი, ქვეყნის მთავარი სატრანზიტო ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და ამ მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლით გაიზრდება ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობა, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონე და შემცირდება მგზავრობის დრო
   
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება  447 992 488 ლარია.  ლოტი I- 183 000 000 ლარი,  ლოტი  II -  264 992 488 ლარი 
   
სამშენებლო სამუშაოები პირველ ლოტზე ჩინურმა კომპანია "Sinohydro" - მ განახორციელა ,ასევე   მეორე ლოტზე სამშენებლო სამუშაოებს ჩინური კომპანია "Sinohydro" ახორციელებს. 
ფოტო მასალა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: