პროექტები
სამტრედია-გრიგოლეთის კმ 0 - კმ 11.5 მონაკვეთის მოდერნიზაცია (ლოტი I) გზშ
E-60 მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის მოდერნიზაციის პროექტი
სამტრედია-გრიგოლეთის კმ 0 - კმ 11.5 მონა,კვეთის მოდერნიზაცია (ლოტი I)
გარემოზე ზემოქმედების შეფასება
სექტემბერი 2013
თბილისი
შესავალი
ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, მეზობელ ქვეყნებთან ვაჭრობის ხელშეწყობასა და ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებას უმთავრესი როლი ენიჭება, ამ მხრივ კი საგზაო ქსელის გაუმჯობესება მნიშვნელოვან ფაქტორებს განაპირობებს. სატრანსპორტო სექტორის განვითარება აუცილებელია სათანადო ეკონომიკური ზრდისთვის და საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად.
საქართველოს მთავრობა უმთავრეს პრიორიტეტს ანიჭებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალისა (კასპიის ზღვასა და შავ ზღვას შორის) და ჩრდილოეთ-სამხრეთის გზის (რუსეთსა და თურქეთს შორის) გაუმჯობესებას.
მთავრობამ მიიღო დაფინანსება თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით 4-ზოლიანი მაგისტრალის მშენებლობისთვის, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს.
2009 წელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტს წარედგინა შ-12 მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის მოდერნიზაციის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება და რეკომენდებული მიმართულების გარემოსდაცვითი შეფასება. აღნიშნული მონაკვეთი წარმოადგენს E-60 მაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთის გაგრძელებას.
სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთი იწყება მშენებარე ქუთაისის ახალი შემოსავლელი გზა - სამტრედის მონაკვეთიდან, მდინარე ოჩოპას ხიდიდან. ტრასის საწყისად მიღებულია  პკ 0+00. საპროექტო ტრასა კმ 1+500 - კმ 1+800 ფარგლებში  კვეთს სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის სავტომობილო გზას, მდ ლოღობას, სამტრედია-ბათუმის და “ვისოლის” ბაზასთან მისასვლელ რკინიგზას ორ დონეში. კმ 9+100-მდე ტრასა  მიყვება მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს, კმ 5+400-ზე კვეთს მდინარე ცხენისწყალს. კმ 9+000 - კმ 9+800 კვეთს მდინარეებს რიონს და ხევისწყალს, და გადადის მდინარის მარცხენა მხარეს. საპროექტო მონაკვეთი მთავრდება კმ 11+500-ზე.
საპროექტო მონაკვეთის სიგრძე შეადგენს 11,5 კმ-ს. 
საპროექტო ტრასა მთლიანად განლაგებულია იმერეთის და სამეგრელოს რეგიონების ტერიტორიაზე, კერძოდ საწყისი მონაკვეთი გადის სამტრედის რაიონის  ტერიტორიაზე, ხოლო შემდეგი მონაკვეთი აბაშის რაიონის ტერიტორიაზე.
E-60 მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის მოდერნიზაციის პროექტი
სამტრედია-გრიგოლეთის კმ 0 - კმ 11.5 მონაკვეთის მოდერნიზაცია (ლოტი I)
გარემოზე ზემოქმედების შეფასება
სექტემბერი 2013
თბილისი
შესავალი
ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, მეზობელ ქვეყნებთან ვაჭრობის ხელშეწყობასა და ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებას უმთავრესი როლი ენიჭება, ამ მხრივ კი საგზაო ქსელის გაუმჯობესება მნიშვნელოვან ფაქტორებს განაპირობებს. სატრანსპორტო სექტორის განვითარება აუცილებელია სათანადო ეკონომიკური ზრდისთვის და საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად.საქართველოს მთავრობა უმთავრეს პრიორიტეტს ანიჭებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალისა (კასპიის ზღვასა და შავ ზღვას შორის) და ჩრდილოეთ-სამხრეთის გზის (რუსეთსა და თურქეთს შორის) გაუმჯობესებას.მთავრობამ მიიღო დაფინანსება თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით 4-ზოლიანი მაგისტრალის მშენებლობისთვის, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს.2009 წელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტს წარედგინა შ-12 მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის მოდერნიზაციის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება და რეკომენდებული მიმართულების გარემოსდაცვითი შეფასება. აღნიშნული მონაკვეთი წარმოადგენს E-60 მაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთის გაგრძელებას.სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთი იწყება მშენებარე ქუთაისის ახალი შემოსავლელი გზა - სამტრედის მონაკვეთიდან, მდინარე ოჩოპას ხიდიდან. ტრასის საწყისად მიღებულია  პკ 0+00. საპროექტო ტრასა კმ 1+500 - კმ 1+800 ფარგლებში  კვეთს სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის სავტომობილო გზას, მდ ლოღობას, სამტრედია-ბათუმის და “ვისოლის” ბაზასთან მისასვლელ რკინიგზას ორ დონეში. კმ 9+100-მდე ტრასა  მიყვება მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს, კმ 5+400-ზე კვეთს მდინარე ცხენისწყალს. კმ 9+000 - კმ 9+800 კვეთს მდინარეებს რიონს და ხევისწყალს, და გადადის მდინარის მარცხენა მხარეს. საპროექტო მონაკვეთი მთავრდება კმ 11+500-ზე.საპროექტო მონაკვეთის სიგრძე შეადგენს 11,5 კმ-ს. საპროექტო ტრასა მთლიანად განლაგებულია იმერეთის და სამეგრელოს რეგიონების ტერიტორიაზე, კერძოდ საწყისი მონაკვეთი გადის სამტრედის რაიონის ტერიტორიაზე, ხოლო შემდეგი მონაკვეთი აბაშის რაიონის ტერიტორიაზე.
   
PDF_ICON ნაწილი 1
PDF_ICON ნაწილი 2
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: