პროექტები
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთი

ჩუმათელეთი-არგვეთას გზა

რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში დაგეგმილია 52 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 97 ხიდსა და 51 გვირაბს მოიცავს. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად  არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი (I სექცია) 11.7 კმ, ხევი-უბისას მონაკვეთი (II სექცია) 12,2 კმ, უბისა-შორაპანის მონაკვეთი (III სექცია) 13 კმ.  შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი (IV სექცია) 14,7კმ.

ჩუმათელეთი-არგვეთას მონაკვეთი E60 ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და ერთერთი ურთულესი მონაკვეთია. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. რიკოთის მოდერნიზება  ხელს შეუწყობს ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობისა და სატრანზიტო ტვირთბრუნვის ზრდას, ასევე ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებას და მგზავრობის დროის შემცირებას. 

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად  არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი (I სექცია) 11.7 კმ, ხევი-უბისას მონაკვეთი (II სექცია) 12,2 კმ, უბისა-შორაპანის მონაკვეთი (III სექცია) 13 კმ.  შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი (IV სექცია) 14,7კმ.

  • ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი (I სექცია)

11.7 კმ. -  ცემენტ-ბეტონის 4  ზოლიანი გზა

17 ხიდი - საერთო სიგრძით 1.8 კმ.

3 გვირაბი - საერთო სიგრძით 2.7 კმ.

ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობას მსოფლიო ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს (WB; EIB)

  • ხევი-უბისას მონაკვეთი (II სექცია)

12.2 კმ. -  ცემენტ-ბეტონის 4  ზოლიანი გზა

36 ხიდი - ხიდების საერთო სიგრძე 8.3 კმ.

20 გვირაბი - გვირაბების საერთო სიგრძე 9.2 კმ

ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს (ADB)

  • უბისა-შორაპანის მონაკვეთი (III სექცია)

13 კმ. ცემენტ-ბეტონის 4  ზოლიანი გზა

27 ხიდი - ხიდების საერთო სიგრძე 6.2 კმ.

18 გვირაბი - გვირაბების საერთო სიგრძე 14 კმ.

უბისა-შორაპანის მონაკვეთის მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს (EIB)

  • შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი (IV სექცია)

14.7 კმ. ცემენტ-ბეტონის 4  ზოლიანი გზა

17 ხიდი - ხიდების საერთო სიგრძე 5.1 კმ.

10 გვირაბი - გვირაბების საერთო სიგრძე 7.7 კმ.

შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს (ADB) 

 

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის ვიდეო >>>>

ფოტო მასალა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: