პროექტები
ნატახტარი–რუისის მონაკვეთი

  ნატახტარი–აღაიანის მონაკვეთი

სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 16 კმ.

დონორი : მსოფლიო ბანკი (WB)

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის (კმ27-კმ43) 16 კმ.-იანი მონაკვეთი მოდერნიზებულია 4 ზოლიან ავტომაგისტრალად. თითოეული მიმართულების სავალი ნაწილის სიგანე 11,50 მეტრია.

სატრანსპორტო კვანძები:

  • 2 სატრანსპორტო კვანძი ნატახტართან და აღაიანთან.

 ხიდები:

  • 200 მეტრიანი ხიდი მდინარე ქსანზე
  • 12 მეტრიანი ხიდი მდინარე ნარეკვავზე

გზაგამტარები:

  • აშენდა 4 გზაგამტარი სოფლებთან:
  • ნატახტარი
  • გოროვანი
  • ქანდა
  • ახალგორი
  • ასევე, აშენდა მიწისქვეშა გასასვლელები და ბეტონის წყალგამტარი მილები.
  • პროექტის განხორციელების ვადები: 20.03.2006.-30.05.2009.
  • სამშენებლო სამუშაოები შეასრულეს კომპანიებმა: ... „ზიმოდა  სს. „ექსენ პროჟე, ინშაათ, თურიზმ ვე თიჯარეთის თბილისის ფილიალი“. 
  • ასევე, აშენდა მიწისქვეშა გასასვლელები და ბეტონის წყალგამტარი მილები.
პროექტის განხორციელების ვადები: 20.03.2006წ.-30.05.2009წ.

სამშენებლო სამუშაოები შეასრულეს კომპანიებმა: შ.პ.ს. „ზიმო“ და  სს. „ექსენ პროჟე, ინშაათ, თურიზმ ვე თიჯარეთის თბილისის ფილიალი“.


აღაიანი–იგოეთის მონაკვეთი

სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 12 კმ.

დონორი: დონორი : WB

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ 44-55 მონაკვეთზე სამუშაოები დაიყო ორ ეტაპად, პირველ ეტაპზე განხორციელდა  მარჯვენა მიმართულების ბეტონის საფარიანი ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა - ხოლო მშენებლობის მეორე ეტაპზე მარცხენა მიმართულების არსებული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. ასევე, აშენდა მიწისქვეშა გასასვლელები და ბეტონის წყალგამტარი მილები.

პროექტის განხორციელების ვადები: 20.03.2006წ-30.05.2009წ.

სამშენებლო სამუშაოები შეასრულეს კომპანიებმა: შ.პ.ს. „ზიმო“ და  სს. „ექსენ პროჟე, ინშაათ, თურიზმ ვე თიჯარეთის თბილისის ფილიალი“.


იგოეთი-სვენეთის მონაკვეთი


სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 25 კმ.

დონორი : მსოფლიო ბანკი (WB)

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ს/გზის (კმ55-კმ80) იგოეთი–სვენეთის მონაკვეთზე პროექტის, ფარგლებში განხორციელდა 4 ზოლიანი, ცემენტობეტონის საფარიანი გზის 25კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები. აშენდა 2 ხიდი მდინარე ლეხურაზე და 2 პარალელური გზაგამტარი (ესტაკადა) სოფელ იგოეთთან. მოეწყო 14 სხვადასხვა ზომის მიწისქვეშა გასასვლელი და 51 სხვადასხვა ზომის წყალგამტარი მილი, ასევე, აშენდა 9 მიწისქვეშა გასასვლელი სრულყოფილი კვანძით.

გზაგამტარები:

  • 2 პარალელური იგოეთის გზაგამტარი –190 მ.

ხიდები:

  • 2 ხიდი მდინარე ლეხურაზე – 81 მ.

მიწისქვეშა გასასვლელები:

  • სამთავისის გასასვლელი
  • იგოეთის გასასვლელი
  • გამდლისწყაროს გასასვლელი
  • ნიგოზას გასასვლელი
  • ხურვალეთის გასასვლელი
  • ნაწრეტი, შავშვების სკოლის გასასვლელი
  • შავშვების გასასვლელი
  • ახალსოფელი, ახალშენის გასასვლელი
  • სვენეთის გასასვლელი.

პროექტის განხორციელების ვადები: 05.03.2008-29.12.2010წ.

სამშენებლო სამუშაოები შეასრულეს კომპანიებმა: შ.პ.ს. „აშტრომი“ და  შ.პ.ს. „ნიუ ენერჯი“.

 

სვენეთი-რუისის მონაკვეთი


სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 15 კმ.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ს/გზის (კმ80-კმ95) სვენეთი-რუისის მონაკვეთის 4 ზოლიან ჩქაროსნულ ავტომაგისტრალად მოდერნიზების სამუშაოები 3 ლოტად განხორციელდა.

 

ლოტი I - კმ.80-კმ84,75  მონაკვეთი;

ლოტი I I - კმ.84,75-კმ86,2 მონაკვეთი (ლიახვის ესტაკადის მშენებლობა);

ლოტი I I I -კმ.86,2-კმ99 მონაკვეთი (გორის გვირაბების მშენებლობა).

 

ლოტი I - თბილისი-სენაკი-ლესელიძის ს/გზის კმ80-კმ84,75  მონაკვეთი

 

დონორი : მსოფლიო ბანკი (WB)

პროექტის ფარგლებში განხორციელდა 4 ზოლიანი, ცემენტობეტონის საფარიანი გზის 4,75კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები, მოეწყო 19 სხვადასხვა ზომის წყალგამტარი მილი, ასევე, აშენდა 3 გზაგამტარი და 2 ხიდი.

ხიდები:

  • მდ. თორთლა სიგრძით 21მ.
  • მდ. მეჯუდა სიგრძით 42მ.

გზაგამტარები:

  • გორის გზაგამტარი სიგრძით 21 მ.
  • გზაგამტარი გორი-მეჯვრისხევის მიართულებაზე სიგრძით 54მ.
  • ცხინვალის გზაგამტარი სიგრძით 57მ.

პროექტის განხორციელების ვადები: 29.07.2009-31.10.2011წ.

სამშენებლო სამუშაოები შეასრულა კომპანია: “Akkord Industry Construction Investment Corporation” OJSC in Georgia “Akkord Georgia”.

 

ლოტი II  - თბილისი-სენაკი-ლესელიძის ს/გზის კმ84,75-კმ86,2 მონაკვეთი

 

დონორი : მსოფლიო ბანკი (WB)

პროექტის ფარგლებში განხორციელდა მდ. ლიახვზე 4 ზოლიანი  ხიდი-ესტაკადის მშენებლობა საგზაო მისასვლელებით. ასევე, მოეწყო 2 წყალგამტარი მილი და 1 გასასვლელი მდ. ლიახვზე სიგრძით 877მ.

პროექტის განხორციელების ვადები: 01.08.2009-15.05.2013წ.

სამშენებლო სამუშაოები შეასრულა კომპანია: “Akkord Industry Construction Investment Corporation” OJSC in Georgia “Akkord Georgia”.

 

ლოტი III  - თბილისი-სენაკი-ლესელიძის ს/გზის კმ86-კმ94 მონაკვეთი
(გვირაბების მშენებლობა გორის უღელტეხილზე)
ლოტი III  - თბილისი-სენაკი-ლესელიძის ს/გზის კმ86-კმ94 მონაკვეთი
(გვირაბების მშენებლობა გორის უღელტეხილზე)

 

დონორი : მსოფლიო ბანკი (WB)

პროექტის ფარგლებში განხორციელდა 4 ზოლიანი ცემენტობეტონის გზის სამშენებლო სამუშოები. მოეწყო 2 გვირაბი, 1 გასასვლელი და 9 წყალგამტარი მილი.

გვირაბები:

  • ჩრდილოეთ გვირაბი სიგრძით 783,5მ.
  • სამხრეთ გვირაბი სიგრძით 771,5მ.

პროექტის განხორციელების ვადები: 29.07.2009-30.06.2013წ.

სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს კომპანია: “TODINI Costruzion Generali SPA”.

ფოტო მასალა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: