
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, გვსურს გაცნობოთ შემდეგი:
აღნიშნულ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 23 დეკემბრამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იქნება აკრძალული; ზვავსაშიშროების საფრთხის მოხსნისთანავე კი, გაწმენდითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში განახლდება
ამავე საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე, უახლესი ინფორმაციის მიხედვით, დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა
ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით
