ბაღდათი-აბასთუმნის გზის და აბასთუმნის შემოვლითი 16 კმ-იანი გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია გრძელდება
ბაღდათი-აბასთუმნის გზის და აბასთუმნის შემოვლითი 16 კმ-იანი გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია გრძელდება
26 სექ, 2024 12:05:59

ბაღდათი-აბასთუმნის გზის და აბასთუმნის შემოვლითი 16 კმ-იანი გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია გრძელდება.

აბასთუმნის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში, შენდება 5 ახალი ხიდი და 368 მეტრის სიგრძის გვირაბი, რომელიც უკვე გაჭრილია.

ორ რეგიონს - იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთს შორის კავშირისა და უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების გარდა, პროექტი მნიშვნელოვანია აბასთუმნის განვითარებისათვის. ამ გზის მშენებლობის შედეგად, აბასთუმანი-საირმეს გზაზე აღარ იმოძრავებს ტრანზიტული ტრანსპორტი, რაც კურორტების ეკოსისტემის დაცვის და მისი ახალი განვითარების შესაძლებლობას იძლევა.

ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი გზის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტი, საგზაო უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად, ამცირებს მგზავრობის მანძილსა და დროს, პროექტის დასრულების შემდეგ, ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმნამდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება და 4 სთ-ის ნაცვლად, მგზავრობას მხოლოდ 2.5 სთ დასჭირდება.

„მაღალი ტემპით მიმდინარეობს ბაღდათი-აბასთუმნის გზის და აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია. გვირაბი გაჭრილია, ხელოვნური ნაგებობების ნაწილი დასრულებულია, მიმდინარეობს ხიდების მშენებლობა, კოჭების მონტაჟი, ბურჯების ამოყვანა და საფარის მოწყობა. წლევანდელი გეგმით, გზის, დაახლოებით, 9 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდება,“- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობის მონახულების შემდეგ განაცხადა.

აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 92 მილიონი ლარით ფინანსდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: