სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის გზის 50-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი 15 ივნისამდე გაგრძელდება
სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის გზის 50-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი 15 ივნისამდე გაგრძელდება
17 მაი, 2023 20:35:24

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „როსტვერკი“, საერთაშორისო მნიშვნელობის  სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 50-ე კმ-ზე მდინარე სუფსაზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე აწარმოებს სარემონტო სამუშაოებს.

სამუშაოების წარმოების პერიოდში, სავალი ნაწილი დროებით შევიწროვებულია ჯერ ერთ შემდეგ მეორე სამოძრაო ზოლზე.

აღნიშნული სამუშაოების წარმოების ვადა განსაზღვრული იყო 2023 წლის 12 მაისის ჩათვლით, თუმცა უამინდობის გამო, საჭირო გახდა ვადის გაგრძელება 2023 წლის 15 ივნისამდე. 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: