მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა
მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა
16 მაი, 2023 17:22:52

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთის დარჩენილ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა. სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადა 2023 წლის 19 ივნისია.

ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყობა ასფალტის საფარი, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ხიდებს, გზის სადრენაჟე მილებს, კიუვეტებს, აშენდება საყრდენი კედლები, მოინიშნება გზა და მოეწყობა უსაფრთხოების ბარიერები.

ძირულა - ხარაგაული - მოლითი - ფონა - ჩუმათელეთის  50 კმ-იანი გზის პირველ, 25 კმ-იან მონაკვეთზე შესრულებულია ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოები. ვინაიდან სამშენებლო კომპანიამ ვერ შეძლო გზის მეორე მონაკვეთის დასრულება, მასთან გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდა და გზის დარჩენილი ნაწილის რეაბილიტაციის მიზნით, გამოცხადდა ხელახალი ტენდერი.

ახალი ტენდერის გამოცხადებამდე, გზის მოვლა-შენახვის სამუშაოები ხორციელდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტით.

გზის რეაბილიტაციის შედეგად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის გზაზე გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: