ყოველწლიური გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 2-5 და 15-18 მაისს, ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში მოძრაობა მონაცვლეობით დროებით აიკრძალება
ყოველწლიური გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 2-5 და 15-18 მაისს, ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში მოძრაობა მონაცვლეობით დროებით აიკრძალება
28 აპრ, 2023 10:56:03

საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე არსებულ ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში, ყოველწლიური, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2023 წლის 2 მაისის  06:00სთ-დან 5 მაისის 18:00 სთ-მდე, გვირაბის ქობულეთი-ბათუმის, ხოლო 15 მაისის 06:00 სთ-დან 18 მაისის 18:00 სთ-მდე, გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე. ხოლო ბათუმი-ქობულეთის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: