22 აპრილს ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის კმ67-კმ68 მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
22 აპრილს ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის კმ67-კმ68 მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
21 აპრ, 2023 13:15:47

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „გზა“ აწარმოებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ59-კმ68 მონაკვეთის დარჩენილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. აღნიშნული სამუშაოების წარმოების პროცესში, კმ67-კმ68 მონაკვეთზე,  2023 წლის 22 აპრილს 11:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე და 15:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე მოძრაობა შეიზღუდება 45 წუთიდან 1 საათამდე ინტერვალებით. აღნიშნულ პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შემოვლითი გზით. კერძოდ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ65+720-დან (სოფ. გომარდულის ასახვევი) კმ67+920-მდე (სოფ.  ჩანჩხალო) გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გამოყენებით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: