საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „გზა“ აწარმოებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ59-კმ68 მონაკვეთის დარჩენილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. აღნიშნული სამუშაოების წარმოების პროცესში, აუცილებელია, კმ67-კმ68 მონაკვეთზე, ბურღვა აფეთქებითი სამუშაოების განხორციელება, რისთვისაც საჭიროა 2023 წლის 28 მარტს 14:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე აღნიშნული მონაკვეთის ჩაკეტვა. ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შემოვლითი გზით. კერძოდ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ65+720-დან (სოფ. გომარდულის ასახვევი) კმ67+920-მდე (სოფ. ჩანჩხალო) გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომოილო გზების გამოყენებით.