28 მარტს 14:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის კმ67-კმ68 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
28 მარტს 14:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის კმ67-კმ68 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
28 მარ, 2023 10:20:25

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „გზა“ აწარმოებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ59-კმ68 მონაკვეთის დარჩენილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. აღნიშნული სამუშაოების წარმოების პროცესში, აუცილებელია, კმ67-კმ68 მონაკვეთზე, ბურღვა აფეთქებითი სამუშაოების განხორციელება, რისთვისაც საჭიროა 2023 წლის 28 მარტს 14:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე აღნიშნული მონაკვეთის ჩაკეტვა. ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შემოვლითი გზით. კერძოდ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ65+720-დან (სოფ. გომარდულის ასახვევი) კმ67+920-მდე (სოფ.  ჩანჩხალო) გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომოილო გზების გამოყენებით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: