27 მარტს 07:00სთ-დან 08:00სთ-მდე თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის 179-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
27 მარტს 07:00სთ-დან 08:00სთ-მდე თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის 179-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
26 მარ, 2023 16:45:22

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო  მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 179-ე კმ-ზე უბისა-შორაპნის მაგისტრალის მშენებლობის პროცესში, დეპარტამენტის  კონტრაქტორი  ორგანიზაცია ,,ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალი“ ახორციელებს ხიდზე ლოთონის კოჭების მონტაჟს, რის გამოც, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, 2023 წლის 27 მარტს 07:00სთ-დან, 08:00სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება სავალი ნაწილის ცალ ზოლზე (გზის შევიწროვებით) და გარკვეულ პერიოდში გზა ჩაიკეტება 20 წუთით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: