შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მე-4 ხიდზე ლითონის კოჭების მონტაჟი დასრულდა

24 მარ, 2023 11:27:57
ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთის მეოთხე, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე - პროექტის ფარგლებში N4 ხიდზე, (არგვეთა-თბილისის მიმართულება) ლითონის კოჭების მონტაჟის სამუშაოები დასრულდა.
აღნიშნული სამუშაოები შესრულდა კოჭის სამონტაჟო სპეციალური დანადგარით, რომელოც დღეის მდგომარეობით საქართველოში ტვირთამწეობით ყველაზე დიდი მოცულობის არის. მაქსიმალური ტვირთამწეობა შეადგენს 400 ტონას.
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ჯამში, გათვალისწინებულია 14.7 კმ სიგრძის 4  ზოლიანი გზის, 17 ხიდის და 10 გვირაბის მშენებლობა. აღსანიშნავია, რომ მეოთხე ხიდის სიგრძე 458 მეტრს შეადგენს.
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: