14 მარტის 23:00 სთ-დან, 15 მარტის 05:00 სთ-მდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის კმ259-კმ260 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
14 მარტის 23:00 სთ-დან, 15 მარტის 05:00 სთ-მდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის კმ259-კმ260 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
14 მარ, 2023 12:45:12

ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის კმ0+000-კმ11+500 მონაკვეთის (ლოტი 1) დარჩენილი სამუშაოების მშენებლობის პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია შპს „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ259-კმ260 მონაკვეთში არსებული დაფნარი-სამტრედიის სატრანსპორტო კვანძში, პკ 0+150-ზე საგზაო ნიშნის ბანერის მონტაჟს. რომლის წარმოებისათვის 2023 წლის 14 მარტის 23:00 სთ-დან, 15 მარტის 05:00 სთ-მდე, აღნიშნული მონაკვეთი ჩაიკეტება. აღმოსავლეთიდან-დასავლეთის მიმართულების ზოლი ჩაიკეტება ბაშის სატრანსპორტო კვანძთან. 

აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნახშირღელე-ქუთაისი-სამტრედიას საავტომობილო გზის გავლით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: