7-14 მარტს ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის ცალკეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
7-14 მარტს ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის ცალკეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
07 მარ, 2023 13:13:28

ზვავსაშიშროებისა და ცუდი ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის  საავტომობილო გზის კმ126-კმ131 მონაკვეთზე 7 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით 20:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

საავტომობილო გზის კმ131-კმ141 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. 

საავტომობილო გზის კმ1-კმ126 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: