ქედა-ხულოს მონაკვეთზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ქედა-ხულოს მონაკვეთზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
01 მარ, 2023 15:44:55

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ38-კმ88 (ქედა-ხულო) მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

ამასთან, თოვლის გამო, აღნიშნული გზის კმ88-კმ106 (ხულო-კურორტი გოდერძი)  მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ88 (ანგისა-ხულო) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: