რიკოთის საუღელტეხილო გზაზე დაზიანებული ადგილების შეკეთება მიმდინარეობს
რიკოთის საუღელტეხილო გზაზე დაზიანებული ადგილების შეკეთება მიმდინარეობს
27 თებ, 2023 16:28:41

ზამთრის პერიოდში, რთულმა კლიმატურმა პირობებმა და ინტენსიურმა გაწმენდითმა სამუშაოებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე  გზის საფარი დააზიანა.

ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, დაზიანებული გზის შეკეთების სამუშაოები დღეიდან უკვე დაიწყო.

მომდევნო დღეების განმავლობაში, პირველ ეტაპზე,  გზის დაზიანებული ადგილების დროებითი შეკეთების სამუშაოები დილის 8 საათიდან საღამოს 7 საათამდე ჩატარდება. შესაბამისი კლიმატური პირობების დადგომისთანავე კი, დაიგეგმება გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები.

სამუშაოების წარმოების პერიოდში ცალკეულ ადგილებში შესაძლოა დროებით შეფერხდეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: