საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმები დაწესდა
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმები დაწესდა
22 თებ, 2023 12:18:41

ინტენსიური თოვის და დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ59-კმ73 მონაკვეთზე, გუფთა-ონის საავტომობილო გზის კმ44-კმ64,2 მონაკვეთზე, ჭრებალო-ნიკორწმინდას საავტომობილო გზაზე, წესი-ურავის საავტომობილო გზასა და საგლოლო-ჭიორა-ღების საავტომობილო გზაზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

 შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ1-კმ38 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: