დიზი-ლახმულას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
დიზი-ლახმულას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
20 თებ, 2023 21:39:25

დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების  გამო,  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ90-კმ100 (დიზი-ლახმულა) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანპორტის მოძრაობა.

ამავე საავტომობილო გზის კმ30-კმ90 (ჯვარი-დიზი) და კმ100-კმ186 (ლახმულა-უშგული) მონაკვეთებზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო, მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. 

საავტომობილო გზის კმ1-კმ30 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგლება თავისუფალია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: