10 თებერვალს ღამის პერიოდში თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის 172-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
10 თებერვალს ღამის პერიოდში თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის 172-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
06 თებ, 2023 13:39:24

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 172-ე კმ-ზე, უბისა-შორაპნის მონაკვეთის მშენებლობის პროცესში, დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია "ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალი“ ახორციელებს ხიდზე ლოთონის კოჭების მონტაჟს, რის გამოც, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, 2023 წლის 10 თებერვალს 00:00 სთ-დან 01:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება სავალი ნაწილის ცალ ზოლზე (გზის შევიწროვებით) და გარკვეულ პერიოდში გზა ჩაიკეტება 15 წუთით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: