1 თებერვლის 00:00 სთ-დან 2 თებერვლის 00:00 სთ-მდე ბაშის სატრანსპორტო კვანძთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
1 თებერვლის 00:00 სთ-დან 2 თებერვლის 00:00 სთ-მდე ბაშის სატრანსპორტო კვანძთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
31 იან, 2023 11:14:20

ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის პირველი ლოტის (კმ0+000-კმ11+500 მონაკვეთის) დარჩენილი სამუშაოების მშენებლობის პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია შპს „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ259-კმ260 მონაკვეთში არსებული დაფნარი-სამტრედიის სატრანსპორტო კვანძში, აღმოსავლეთიდან-დასავლეთის მიმართულების დაფნარის კვანძში ჩამავალ პანდუსზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს, რომლის წარმოებისათვის საჭიროა, 2023 წლის 1 თებერვლის 00:00 სთ-დან, 2 თებერვლის 00:00 სთ-მდე, აღნიშნული მონაკვეთის ჩაკეტვა; აღმოსავლეთიდან-დასავლეთის მიმართულების ზოლის ჩაკეტვა ბაშის სატრანსპორტო კვანძთან. 

აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნახშირღელე-ქუთაისი-სამტრედიას საავტომობილო გზის გავლით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: