30-31 დეკემბერს ქარელი (სატრანსპორტო კვანძი)-აგარა-ხაშური-სურამის (სატრანსპორტო კვანძი) გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
30-31 დეკემბერს ქარელი (სატრანსპორტო კვანძი)-აგარა-ხაშური-სურამის (სატრანსპორტო კვანძი) გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
29 დეკ, 2022 17:18:40

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „საქართველოს სამშენებლო კომპანია“ აწარმოებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქარელი (სატრანსპორტო კვანძი)-აგარა-ხაშური-სურამის (სატრანსპორტო კვანძი) საავტომობილო გზაზე არსებული რკინიგზის გზაგამტარის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, 2022 წლის 30 დეკემბრის 08:00 სთ-დან 31 დეკემბრის 17:00 სთ-მდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დროის აღნიშნულ პერიოდში მსუბუქი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ქ. სურამის გავლით, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს სურამის სატრანსპორტო კვანძიდან აგარის სატრანსპორტო კვანძამდე და ქ. ხაშურის გავლით ბორჯომის მიმართულებით და პირიქით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: