კახეთის რეგიონში 60 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია დასრულდა
კახეთის რეგიონში 60 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია დასრულდა
23 დეკ, 2022 11:14:47
თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 18 კმ-იანი (კმ36-კმ54) მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
პროექტის ფარგლებში ხორციელდება არსებული საფარის განახლება, შესაბამისი საგზაო ნიშნების და გზის კუთვნილებების მოწყობა
სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება, რის შედეგადაც უზრუნველყოფილი იქნება ავტოტრანსპორტის შეუფერხებელი და კომფორტული გადაადგილების პირობები
აღნიშნული პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სავარაუდო ღირებულება 7764495,58 ლარს შეადგენს 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი წერეთელი და მისი მოადგილე, პავლე გამყრელიძე კახეთის რეგიონში დასრულებულ და მიმდინარე რეაბილიტაციის პროექტებს ადგილზე გაეცნენ.

2022 წელს, კახეთის რეგიონში, მაგისტრალური გზების მშენებლობის გარდა, 26 პროექტი მიმდინარეობდა, საერთო ღირებულებით 140 მლნ. ლარამდე, საიდანაც 8 პროექტი დასრულდა. ჯამში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 60 კმ-მდე საავტომობილო გზას, განხორციელდა 1 ხიდის რეაბილიტაცია და 1 ნაპირსამაგრი პროექტი (1.2 კმ.  სიგრძის).

აღნიშნული პროექტების ფარგლებში ხორციელდება ისეთი მნიშვნელოვანი საგზაო მონაკვეთების რეაბილიტაცია როგორებიცაა: გუმბათი-ხირსა-ენამთა-სამთაწყარო-საბათლოს გზის 26 კმ-იანი მონაკვეთი, თიანეთი-ახმეტას დამაკავშირებელი გზა, თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი, ზემო ხოდაშენი-ალავერდის დამაკავშირებელი გზის 12 კმ-მდე მონაკვეთი, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის საგზაო  მოძრაობის  უსაფრთხოების  გაუმჯობესების პროექტი და სხვა. 

ხსენებული პროექტები, კახეთის რეგიონში გაზრდის ტურისტულ პოტენციალს, ხელს შეუწყობს ეკონომიკის კიდევ უფრო განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობა უსაფრთხო და კომფორტული, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი გზებით სარგებლობას შეძლებს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: