გურიის რეგიონში 53 კმ გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გურიის რეგიონში 53 კმ გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
13 დეკ, 2022 11:54:16

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, გურიის რეგიონში 53 კმ-მდე გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს. აქედან, 40 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაცია წლის ბოლომდე არის დაგეგმილი.

მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 7 სხვადასხვა ლოტის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ჯამში, 53 კმ. გზა რეაბილიტირდება და პროექტების ჯამური ღირებულება 50  მილიონი ლარია.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის, ჩოხატაური-ბახმაროს, ოზურგეთი-ნატანები-ურეკის და ჩოხატაური-ზომლეთის საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებს, რომელიც მოიცავს ნასაკირალის უღელტეხილს. დასრულდა ოზურგეთი-ნატანები-ურეკის საავტომობილო გზის და საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის, ჯამში, 6 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაცია.

აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში, ასფალტის საფარის მოწყობა დასრულებულია 30 კმ-მდე საავტომობილო გზაზე.

პროექტები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურას და მოსახლეობას კომფორტული და უსაფრთხო გზებით სარგებლობის საშუალება ექნება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: