საავტომობილო გზების დეპარტამენტი
თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებები მიმდინარეობს
თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებები მიმდინარეობს
28 ნოე, 2022 16:58:18

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, კერძოდ, გზის 19კმ-56კმ-სა და 57კმ-132კმ მონაკვეთებზე, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, საავტომობილო საგზაო ქსელზე, EN 1317 ევროპული ნორმების შესაბამისად, დაახლოებით 80 000 მეტრი სიგრძის ლითონის მრუდხაზოვანი ძელების კონსტრუქცია ეწყობა.

ასევე, გარე განათების ქსელის მოწყობის, დაახლოებით 6 მილიონ ლარის სამუშაოები მიმდინარეობს გორი-თბილისის მონაკვეთზე, რომლის დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება.

საგზაო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესების სამუშაოებს, საქართველოს მთავრობის „საგზაო უსაფრთხოების 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აწარმოებს.

ორივე პროექტის ჯამური ღირებულება 19 მილიონ ლარამდეა და სამუშაოების დასრულება 2022 წლის ბოლომდე დასრულდება. 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: